Honda-ს სრულიად ახალი, 2023 წლის Civic Type R-ის პრემიერა 20 ივლისს გაიმართება, პრემიერამდე ავტომწარმოებელი თიზერულ ვიდეოს გვთავაზობს

პირველი თაობის Honda Civic Type R-ი პროტოტიპის სახით საზოგადოებამ 1 წლის წინ იხილა. Honda-ს ოფიციალური თიზერ კამპანია უკვე ექვსი თვეა გრძელდება და ახლა, პრემიერამდე სულ ცოტა ხნით ადრე კიდევ ერთი თიზერული ვიდეო ვრცელდება.

ვიდეო პრემიერის თარიღს გვაცნობს, 20 ივლისს ჰონდა შენიღბვას ოფიციალურად მოიხსნის და საზოგადოებას თავისი ახალ Civic Type R-ს საბოლოოდ წარუდგენს.

მსოფლიო 20 ივლისს მთვარეზე Apollo 11-ის დაშვებას ზეიმობს და ახლა, 53 წლის შემდეგ ჰონდა ახალი მანქანის დებიუტს გეგმავს.

რა თქმა უნდა, ეს დებიუტი მთვარეზე კაცობრიობის პირველ ნაბიჯს არ შეედრება, თუმცა ეს ელექტრიფიკაციამდე ბოლო მაღალი ბრუნვის Type R-ია, ეს ფაქტი კი საავტომობილო სფეროში განსაკუთრებული შემთხვევაა.

Honda-ს Civic Type R-ის შესახებ ტექნიკური მახასიათებლები ჯერ არ გამოუქვეყნებია. ვარაუდობენ, რომ განახლებულ ვერსიას 2.0-ლიტრიანი ტურბო ოთხცილინდრიანი ძრავი ექნება.

ძრავი 320 ცხენის ძალის გამომუშავებას შეძლებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 420 ნიუტონ მეტრი იქნება.

მოძრაობას ექვს სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისია უზრუნველყოფს. ვიზუალური თვალსაზრისით 2023 წლის Type R-ი დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.

მისი წინა ნაწილი გაფართოებული ცხაურისა და საჰაეროების წყალობით ჩვეულებრივი Civic ჰეჩბექისგან განსხვავებული იქნება.

გასულ კვირას საავტომობილო სივრცეში Type R-ის ექსტერიერის ხუთი ფერის შესახებ ინფორმაციამ „გაჟონა“, საუბარია შავ, თეთრ, ნაცრისფერ, წითელ და ლურჯ ტონალობაზე.

როგორც უკვე აღვნიშნე საბოლოო და სარწმუნო ინფორმაციას, როგორც ტექნიკურ მახასიათებლებზე, ასევე ექსტერიერსა და ინტერიერზე 20 ივლისს შევიტყობთ.

2023 წლის ჰონდა civic Type R

Honda Civic Type R

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაBugatti-ს Bolide-ით შთაგონებული შამპანური
შემდეგი სტატიაAutomobili Pininfarina Battista სერიულ წარმოებაში ჩაეშვება