ავტოფურგონი, სახელად Stella Vita მოგზაურობას ეინდჰოვენიდან იწყებს და გეზს სამხრეთ ესპანეთის მიმართულებით აიღებს
საავტომობილო ინდუსტრიამ ბატარეაზე მომუშავე ავტომობილებისკენ უკვე აშკარა გეზი აიღო.
ამ მნიშველოვან პროცესში ნიდერლანდების ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთვნენ და მათ მზის ენერგიაზე მომუშავე სამგზავრო ავტოფურგონი-Stella Vita შექმნეს.
Solar Team Eindhoven

Ars Technica-ს თანახმად, Solar Team Eindhoven-ის სახელით მოღვაწე ჯგუფმა მსოფლიოში პირველი, სრულად მზის ენერგიაზე მომუშავე სამგზავრო ავტოფურგონი, სახელად Stella Vita წარმოადგინა.
მანქანა აღჭურვილია მზის პანელებით დაფარული ამოწეული სახურავით, რომლის მეშვეობითაც, სტუდენტების თქმით, ფურგონს 450 კილომენტრის გავლა ერთ დღეში შეუძლია.
“სახლი ბორბლებზე”
ავტომობილის ორივე მხარეს განთავსებულია ავტომატურად მოძრავი ორი დანაყოფი, რომლებიც ეფექტურად აორმაგებენ მზის პანელების ფართობს “სახლს ბორბლებზე“, საკმაოდ უჩვეულო დიზაინი აქვს
Stella Vita-ს, რომელსაც გუნდი უწოდებს “სახლს ბორბლებზე“, საკმაოდ უჩვეულო დიზაინი აქვს. გრძელი, ამაღლებული სახურავი, შეიძლება არაესთეტიკური იყოს, მაგრამ ის პანელებისთვის საკმაო ადგილს უზრუნველყოფს.
ამ სივრცის კიდევ უფრო გასაზრდელად, სახურავის ქვემოთ, ავტომობილის ორივე მხარეს განთავსებულია ავტომატურად მოძრავი ორი დანაყოფი, რომლებიც ეფექტურად აორმაგებენ მზის პანელების ფართობს.
ფუნქციურად დატვირთული
ფურგონის შიგნით განთავსებულია პატარა სამზარეულო, თავისი მაცივრით, რომელიც, მზის ენერგიაზე მუშაობს. ასევე შეხვდებით საპირფარეშოს, დივანსა და საწოლს ორი ადამიანისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ავტოფურგონის ბატარეის სიმძლავრეზე საკმარისი მონაცემები არ გვაქვს, Solar Team Eindhoven-ი ამბობს, რომ ამ პანელურ მოწყობილობას, მზიანი დღის შემთხვევაში, 453 კილომეტრის გავლა შეუძლია.
ამ მობილურ სახლს სრულად დასატენად ორი-სამი დღე სჭირდება. ამიტომ, კარგი ვარიანტია რამდენიმე დღიანი ვოიაჟის დაგეგმვა, თავისი გაჩერებებით.
Hola españa- სამხრეთული ვოიაჟი

Stella Vita-ს შესაძლებლობების სადემონსტრაციოდ, Solar Team Eindhoven-ი ამ თვეში, შორ გზიან ვოიაჟს გეგმავს.
გასვლა 19 სექტემბერს იგეგმება, ფურგონის წევრები პუნტა დე ტარიფასკენ, ესპანეთისა და კონტინენტური ევროპის ყველაზე სამხრეთ წერტილისკენ გაემგზავრებიან.
ორ წერტილს შორის მანძილი 2 363 კმ-ია. ეს მანძილი ამ შთამბეჭდავი ფურგონისთვის ნამდვილად კარგი გამოცდა იქნება. იმედია, დედაბუნება, მათს დაუვიწყარ „აღლუმს“ წვიმას არ მოჰმადლებს.