ჰიპერქარების სეგმენტი მრავალფეროვანი და კონკურენტულია. გაგაცნობთ მანქანებს, რომელთა შესახებაც ყველამ უნდა იცოდეს

მიუხედავად იმისა, რომ ჰიპერქარების სეგმენტმა წლების განმავლობაში დრამატული ცვლილებები განიცადა, მანქანები მაინც საერთო ეთოსს იზიარებენ-სიჩქარისადმი დაუოკებელი სწრაფვა!

1930-იანი წლების Duesenberg SJ-დან დაწყებული, 1990-იანი წლების ლეგენდით, McLaren F1-ით დამთავრებული, ჰიპერმანქანები ინჟინერიის საზღვრების გარღვევას ცდილობდნენ.

თანამედროვე ჰიპერქარი 1970-80-იანი წლების ჰიპერქარებისგან რადიკალურად განსხვავდება, თუმცა, ძირითადი ფილოსოფია შენარჩუნებულია-იარე რაც შეიძლება სწრაფად.

და დღეს, თანამედროვე ელექტრომობილები, მაგ.- Lotus Evija და Rimac Nevera, ბევრად მეტ ენეგრიას გამოიმუშავებენ, ვიდრე შიდა წვის ძრავიანი მოდელები.

Bugatti Chiron super sport

ჰიპერქარები, რომლებსაც ყველა უნდა იცნობდეს
მისი ოთხმაგი ტურბო 8.0-ლიტრიანი ძრავი 1577 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

შირონი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე „ქმედუნარიანი“ მანქანაა, თუმცა, ავტომწარმოებელს უამრავი დეტალის გადამუშავება/განახლება დასჭირდა იმისთვის, რომ ამ რეკორდული სიჩქარისთვის მიეღწია.

ჩვეულებრივი Chiron-ისგან განსხვავებით სუპერ სპორტს სპეციალური, გადამუშავებული კორპუსი აქვს, რომელიც მაღალი სიჩქარის დროს ჰაერის ბარიერს კიდევ უფრო ამცირებს.

მისი ოთხმაგი ტურბო 8.0-ლიტრიანი ძრავი 1577 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ბრუნვის მომენტი კი 1600 ნიუტონ მეტრს უტოლდება.

შირონ სუპერ სპორტი სტანდარტულ შირონზე 7%-ით უფრო სწრაფია. მას 0-დან 200 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 5,8 წამი სჭირდება. 300 კმ/სთ სიჩქარეს კი 12,1 წამში აღწევს.

Mercedes-Benz AMG One

ჰიპერქარები, რომლებსაც ყველა უნდა იცნობდეს
Project One-ის კონცეფციის დებიუტი ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში, ფრანკფურტის მოტორ შოუზე შედგა.

დიახ, ეს რეალურია! Mercedes-AMG One-ი სერიულ წარმოებაში ჩაეშვა!

Project One-ის კონცეფციის დებიუტი ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში, ფრანკფურტის მოტორ შოუზე შედგა.

ყველა დაბრკოლება წარსულში დარჩა, რადგან 275 ერთეულიდან პირველი, უკვე აშენებულია.

მანქანა უდავოდ ინჟინერიის საოცრებაა. One-ის ტურბო V6 566 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

რაც შეეხება ელექტროძრავების კვარტეტს- წინა ბორბლებზე მიმართული თითო ძრავი ჰიპერქარს კომბინირებულ 322 ცხ.ძ.-ს აძლევს, მესამე ელექტროძრავი წვის ძრავის გვერდითაა მოთავსებული და 161 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო მეოთხე ტურბოკომპრესორთანაა დამაგრებული და 121 ცხ.ძ.-ს იძლევა.

Koenigsegg Jesko Absolute

ჰიპერქარები, რომლებსაც ყველა უნდა იცნობდეს
Absolut-ის მაქსიმალური სიჩქარე, დაახლოებით, 482 კმ/სთ-ია.

Koenigsegg Jesko შვედური კომპანიის მიერ შექმნილი საუკეთესო მანქანაა. ჰიპერქარი Koenigsegg-ის 5.1-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V8 ძრავითაა აღჭურვილი. Jesko ორი განსხვავებული ვერსიით, Jesko Attack და Jesko Absolut-ითაა ხელმისაწვდომი.

Absolut-ის მაქსიმალური სიჩქარე, დაახლოებით, 482 კმ/სთ-ია.

Aston Martin Valkyrie

ჰიპერქარები, რომლებსაც ყველა უნდა იცნობდეს
ვალკირის Cosworth-ის 6.5-ლიტრიანი V12 ძრავი აქვს

Aston Martin-მა და Red Bull Racing-მა 5 წლის წინ, ფორმულა 1-ით ინსპირირებული ავტომობილის შექმნა დააანონსეს. თავდაპირველად მანქანას AM-RB 001 უწოდეს, 2017 წელს სახელი შეუცვალს და Valkyrie დაარქვეს.

ფაქტია, რომ პროექტის წარმოება შეფერხებებით მიმდინარეობდა, თუმცა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, ავტომწარმოებელმა პირველი ერთეული მომხმარებელს გასულ შემოდგომაზე ჩააბარა.

ვალკირის Cosworth-ის 6.5-ლიტრიანი V12 ძრავი აქვს, რომელიც Rimac KERS ჰიბრიდულ სისტემას ერწყმის, ორივე ერთად კი წარმოუდგენელ, 1140 ცხენის ძალას წარმოქმნის.

Aston-ი Valkyrie-ს მხოლოდ 150 ეგზემპლარს შექმნის. პროექტი უამრავ დროს და უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პერსონალს მოითხოვს, გუნდს, რომელიც ამ გასაოცარ ავტომობილს ხელით შექმნის.

Aston Martin Valkyrie ექსტრავაგანტული გარეგნობის და გასაოცარი ტექნოლოგიის მქონე საკმაოდ ძლიერი და შთამბეჭდავი ჰიპერქარია. ცხადია, ამ ყველაფრის სკრუპულოზურად და უშეცდომოდ შექმნას დიდი დრო და ენერგია სჭირდება.

Hennessey Venom F5

ჰიპერქარები, რომლებსაც ყველა უნდა იცნობდეს
ის 6.6-ლიტრიანი ტყუპი ტურბო V8-ს წყალობით 1817 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

ათწლეულების განმავლობაში, Hennessey Performance-ი საუკეთესო მანქანებს ქმნიდა. სხვა კომპანიების მანქანებზე წლების განმავლობაში მუშაობის შემდეგ ჰენესიმ საკუთარი მაღალი ხარისხის სუპერმანქანების აშენება სცადა-შედეგი იყო უნიკალური Venom F5.

ჰენესის მიზანი ევროპული სუპერმანქანების კონკურენცია იყო. და როდესაც შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა ის ნებისმიერი ბრენდის საუკეთესო ავტომობილის კონკურენტი თავისუფლად გახდება.

Venom F5 შთამბეჭდავ დიზაინთან ერთად წარმოუდგენლად ძლიერიცაა, ის 6.6-ლიტრიანი ტყუპი ტურბო V8-ს წყალობით 1817 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 1617 ნიუტონ მეტრია.

Lotus Evija

ჰიპერქარები, რომლებსაც ყველა უნდა იცნობდეს
ჰიპერ მანქანის ფასი 2 000 000 დოლარს აღემატება.

დახვეწილი ვიზუალის და თითქმის  2000 ცხენის ძალის მქონე Evija-ს 70კვტ/სთ-იანი ბატარეა და 4 ელექტრო ძრავი აქვს, ის, დაახლოებით, 1700 კგ-ს იწონის.

ჰიპერ მანქანის ფასი 2 000 000 დოლარს აღემატება.

სუპერ მანქანა Pirelli P-Zero Trofeo R საბურავებზე მოძრაობს და მას 0-დან 300კმ/სთ-მდე აჩქარება სულ რაღაც 9 წამში შეუძლია.

SSC Tuatara

ჰიპერქარები, რომლებსაც ყველა უნდა იცნობდეს
ავტომობილი 1350 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Tuatara მსოფლიოს ყველაზე სწრაფ საწარმოო მანქანებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. ის სპეციალურად შექმნილი 5.9-ლიტრიანი ტყუპი ტურბო V8 ძრავითაა აღჭურვილი. ავტომობილი 1350 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

მისი დანერგვის დღიდან SSC Tuatara-ს მსოფლიო რეკორდების დამყარების მცდელობა ჰქონდა. SSC გაუმჯობესებას კვლავ აგრძელებს, მისი მიზანი მსოფლიოს უსწრაფესი ავტომობილის შექმნაა.

Rimac Nevera

ჰიპერქარები, რომლებსაც ყველა უნდა იცნობდეს
ის დღეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი საწარმოო ავტომობილია.

Rimac Nevera კაცობრიობას 4 წლის წინ Rimac C-Two Concept-ის სახელით მოევლინა. ის დღეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი საწარმოო ავტომობილია. მისი მხოლოდ 150 ეგზემპარია წარმოდგენილი და ღირებულება 2 მილიონ ევროს უტოლდება.

Nevera ოთხი ელექტროძრავით იკვებება, ძრავები კომბინაცია 1,914 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 1,9 წამს ანდომებს.

ჰიპერქარები

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაPorsche 911 Sally Carrera- Pixar Cars-ის გაცოცხლებული პერსონაჟი
შემდეგი სტატიაცნობილი ადამიანები და მათი უიშვიათესი ვინტაჟური მანქანები