მეტი სიმძლავრე, მეტი ელექტრონი და მეტი სტილი- 2023 წლის ჰიბრიდული Bentley Bentayga განახლებული მორთვით და მეტი უპირატესობით

Bentley Bentayga Hybrid-ს 2023 წლისთვის განახლებული და ეფექტური შეთავაზებები აქვს.

ძვირადღირებული ავტომობილების მწარმოებელმა თავისი ჰიბრიდული ჯიპი განაახლა და გააუმჯობესა.

განახლებები მოიცავს- მეტ სიმძლავრეს, გაზრდილ დიაპაზონს და ორ ახალ მორთვას.

დავიწყოთ ძრავით- კაპოტის ქვეშ კვლავ ტურბო 3.0-ლიტრიანი ჰიბრიდული V6-ის და 100 კილოვატიანი ელექტროძრავის კომბინაციაა.

გასული წლის 13  კილოვატ-საათიანი ბატარეის პაკეტი 18-კილოვატ-საათიანით  შეიცვალა. ეს ცვლილება ავტომობილს დამატებით 3-კილომეტრიან დიაპაზონს აძლევს.

შესაბამისად, გასული წლის 40 კილომეტრიანი დიაპაზონი 43 კილომეტრიანით შეიცვალა.

განახლებული Bentayga Hybrid-ის კონფიგურაცია 6%-ით მეტ სიმძლავრეს იძლევა. ეს კი 456 ცხენის ძალის გამომუშავებას უწყობს ხელს. (აღსანიშნავია, რომ ბრუნვის მომენტიც 15%-ით გაიზარდა).

რაც შეეხება სალონს ახალი მოდელი ფუფუნებაზეა ორიენტირებული. წინა სავარძლების Comfort პაკეტი სტანდარტულია და მოიცავს-რეგულირებად წინა სავარძლებს, ვენტილაციას და გათბობის საშუალებებს.

მყიდველებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ 15 სხვადასხვა ფერის ტყავის ვარიანტი და სამი უნიკალური ხის მორთვა: Dark Walnut, Crown-Cut Walnut, and Koa.

ორივე, Bentayga Hybrid Azure და S მოდელები უახლოეს თვეებში იქნება ხელმისაწვდომი. ახალი ვერსიების ღირებულებაზე ჯერ არაფერია ცნობილი.

Bentley Bentayga

Bentley Bentayga

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაLamborghini Aventador-ის წარმოება დასრულდა…
შემდეგი სტატიაჯეიმს ბონდის Aston Martin DB5 აუქციონზე 3,2 მილიონ დოლარად გაიყიდა