Haas F1-ის გუნდმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო რუს მბრბოლელს ნიკიტა მაზეპინის კონტრაქტი შეუწყვიტა. კონტრაქტი გაწყვიტეს რუს სპონსორთან Uralkali-სთანაც

Haas F1-ის გუნდმა რუს მბრბოლელთან  ნიკიტა მაზეპინისთან კონტრაქტი გაწყვიტა, მიზეზი, რა თქმა უნდა, რუსეთის უკრაინაში შეჭრა და იქ განხორციელებული აგრესიაა.

როგორც ცნობილია მაზეპინი ფორმულა 1-ში თავისი მეორე სეზონისვის ემზადებოდა.

„ჰაასის გუნდმა გადაწყვიტა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს Uralkali-სთან პარტნიორობა და ნიკიტა მაზეპინისთან კონტრაქტი.“- ნათქვამია გუნდის განცხადებაში

“როგორც ფორმულა 1-ის მთელი საზოგოება, ასევე ჩვენი გუნდიც შოკირებულია უკრაინაში მიმდინარე ამბებით. იმედია, კონფლიქტი დროულად დასრულდება“

მაზეპინის შემცვლელ მძღოლს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაასახელებენ.

რაც შეეხება ნიკიტა მაზეპინის პოზიციას, რუსმა მბრბოლელმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ ის ამ გადაწყვეტილებით „იმედგაცრუებულია“. მაზეპინი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება სრულიად ცალმხრივი იყო, მისი აზრი კი იგნორირებული.

სამშაბათს, FIA-მ (მოტოსპორტის მმართველი ორგანო) განაცხადა, რომ რუსმა და ბელორუსმა მძღოლებმა შესაძლოა რბოლა გააგრძელონ, თუმცა,  მხოლოდ „ნეიტრალური“ სახით.

რას ნიშნავს ეს?

მბრბოლელები შეჯიბრზე ისეთი მანქანებით და ფორმით/ჩაცმულობით იასპარეზებენ, რომელზეც ეროვნული დროშა, სიმბოლო ან თუნდაც ფერები არ იქნება გამოსახული.

ეს გადაწყვეტილება ინდივიდუალურ მოასპარეზეებზე და ოფიციალურ პირებზეც ვრცელდება.

ხუთშაბათს, F1-მა რუსეთის გრან-პრის პრომოუტერთან შეწყვიტა თანამშრომლობა, ეს, რა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ფორმულა 1-ის შეჯიბრებს ვეღარ უმასპინძლებს.

F1-ის 2022 წლის სეზონი ბაჰრეინში 20 მარტს დაიწყება.

წყარო: CNN

Haas F1

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაOpel-ის ელექტრული გეგმები
შემდეგი სტატიაCalifornia Edition- Ford Mustang-ის შეზღუდული გამოშვება