უპრეცენდენტო ზომების მიღების შემდეგ ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა. ევრო კავშირის ქვეყნების მთავრობები ახდენენ ელექტრომობილების შეძენის სუბსიდირებას, რაც სტიმულს აძლევს ეკო ტრანსპორტის მასებში გავრცელებას.

მაგალითისთვის გერმანიაში მთავრობა 9 ათასი ევროს სუბსიდირებას ახდენს, რაც ადგილობრივ დილერს Autohaus Koenig – ს საშუალებას აძლევს ელექტრომობილი Renault Zoe განვადებით წინასწარი შენატანის გარეშე თვეში მხოლოდ 69 ევროდ გაყიდოს. სამი წლის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია გამოისყიდოს მანქანა სულ რაღაც 12,999 ევროდ, იმ ფონზე როდესაც მისი რეკომენდირებული ფასი 27,675 ევროა. როგორც InsideEVs წერს, აქციის დაწყებიდან 20 დღის განმავლობაში ერთ-ერთმა სალიზინგო კომპანიამ 300 ელექტრომობილი გაყიდა.

წინასწარი შენატანის გათვალისწინებით, იმავე გერმანიაში ელექტრო Smart – ის განვადებით ყიდვა თვეში მხოლოდ 9,9 ევროდ არის შესაძლებელი, ხოლო Renault Zoe – ს 39 ევროდ იყიდით. საფრანგეთში სადაც სუბსიდია 7 ათას ევროს შეადგენს, რენო ზოეს განვადება თვეში 79 ევროდან იწყება.

Bloomberg NEF – ის ექსპერტების აზრით პერიოდული სუბსიდიები ვერ გადაჭრის “მწვანე” მანქანებზე გადასვლის პრობლემას. მოთხოვნის შესანარჩუნებლად ელექტრომობილების ფასი ბენზინზე მომუშავე ავტომობილების ფასს უნდა გაუტოლდეს, ამას კი ექსპერტები 2025 წლისთვის პროგნოზირებენ.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაFiat 500 Electric – ამ წლის ნოემბერში ჩაეშვება
შემდეგი სტატიაახალი სპორტული კუპე BMW M4 2021
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში