გერმანია წინადადებაზე, რომელიც 2035 წლიდან შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების წარმოების აკრძალვას ეხება, უარს ამბობს

გერმანია წინადადებაზე, რომელიც 2035 წლიდან შიდა წვის ძრავიანი, ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილების წარმოების აკრძალვას გულისხმობს, მტკიცე უარს ამბობს!

ქვეყნის პოზიცია ტრანსპორტის მინისტრმა, ვოლკერ ვისინგიმ საფრანგეთში, ევროპის სხვა ქვეყნების მინისტრებთან არაფორმალურ შეხვედრაზე დააფიქსირა.

„ჩვენ შიდა წვის ძრავიან ავტომობილებს 2035 წლის შემდეგაც დავუშვებთ“.

მინისტრი მნიშვნელოვან დეტალს განმარტავს და ამბობს, რომ გერმანია პოტენციალს „განახლებად“ ბიოდეგრადირებულ საწვავში ხედავს.

სინთეტიკური საწვავი, პოტენციურად, ტრადიციულ მანქანებთან თავსებადია, ის შიდა წვის ძრავის მანქანებს „გზაზე დარჩენის“ საშუალებას მისცემს და ამავე დროს მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც ემისიის შემცირებას გულისხმობს, არ შეაჩერებს.

გერმანიის ტრანსპორტის მინისტრი დარწმუნებულია, რომ არსებობს გზა, რომლიც წიაღისეულ საწვავს სხვა უფრო უსაფრთხო ალტერნატივით ჩაანაცვლებს.

„მომავლისთვის ჩვენ მხოლოდ ელექტრო ან წყალბადის მობილობას ვერ დავეყრდნობით“-ვოლკერ ვისინგი

მინისტრის აზრით, საავტომობილო ინდუსტრიას დღეისთვის საკმარისი რაოდენობის ელექტრომობილი არ აქვს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათი ხელმისაწვდომობის მასშტაბირებაც. ეს, რა თქმა უნდა, დიდ ძალიასხმევას მოითხოვს.

აღსანიშნავია Audi-ს გუშინდელი განცხადებაც, სადაც ავტომწარმოებელი განმარტავს, რომ თავისი დიზელის V6 ძრავები „განახლებად“ საწვავზე მუშაობენ და ამით ისინი CO2-ის გამოყოფას 70-დან 95 პროცენტამდე ამცირებენ.

სრული დეკარბონიზაციის მისაღწევად „შუალედური“ გადაწყვეტის იდეა ცოტა ხნის წინ იტალიელმა მინისტრმა რობერტო ცინგოლანიმაც „გააჟღერა“.

„მანქანის მომავალი არ შეიძლება იყოს მხოლოდ სრულად ელექტრო“-თქვა მან.

მინისტრმა ფოკუსირება ულტრათანამედროვე ჰიბრიდების თაობაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ CO2-ის შესამცირებლად ეს პროცესიც ძალიან მნიშვნელოვან წინსვლას მოიტანს.

ევროპაში 2035 წლისთვის შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების წარმოების აკრძალვის იდეა ჯერ კიდევ წინადადების ეტაპზეა.

დასამტკიცებლად ხანგრძლივი პროცესი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობაა საჭირო.

გერმანია

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაMercedes-Benz-ი რამდენიმე წელში ელექტრომობილების ქარხნებს ააშენებს
შემდეგი სტატია2022 წლის Formula 1-ის რუსეთის გრან პრი გაუქმდა