ფუნდამენტურად ახალი V12 ძრავის მქონე მოდელის პრემიერამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება.
12 სექტემბერს Pagani-მ თავისი ახალი ჰიპერქარი C10 უნდა წარადგინოს. მანამდე კი ჩვენმა კოლეგებმა motor1-იდან იტალიაში გასატესტად გამოსულ ჰიპერმანქანას, პაპარაცული ფოტოები გადაუღეს.
ფოტოებზე მანქანა საგულდაგულოდ არის შენიღბული, მაგრამ გარკვეული დეტალების გარჩევა მაინც შესაძლებელია.

წინამორბედებისგან Zonda-სა და Huayra-სგან განსხვავებით, C10 უფრო ბრტყელი ცხვირით და ბამპერზე დამონტაჟებული გაფართოვებული ცხაურით მოგვევლინა, თვალშისაცემია ერთიანი წინა ფარებიც და არა ორადგაყოფილი, როგორც ეს Zonda-სა და Huayra-ს შემთხვევაშია (ორ ორი ცალ მხარეს).

ვიცით ისიც, რომ ახალ პაგანის შემცირებული წონა და გაუმჯობესებული მართვის სისტემა ექნება, რადგან სწორად ამ ასპექტებზე იყო ორიენტირებული იტალიური ფლაგმანის ინჟინრების ძალისხმევა.
ოფიციალური წყაროებიდან ცნობილია, რომ მოდელი Mercedes-AMG-ის ექვსლიტრიანი ბი-ტურბო V12 ძრავით იქნება აღჭურვილი, რომელიც მიახლოებით 870-880 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
Pagani C10-ის დებიუტი 12 სექტემბერს, მილანში, ლეონარდო და ვინჩის სახელობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ მუზეუმში შედგება.
საერთო ჯამში C10-ის 300-მდე ეგზემპლარი გამოვა, მათ შორის იქნება კუპეები და როდსტერები.
Pagani C10








როგორც ცნობილია დაგეგმილი ტირაჟი წინასწარი შეკვეთებით უკვე დიდი ხანია გაყიდულია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოთხოვნა მნიშვნელოვნად აჭარბებს მიწოდებას.