განახლებული Porsche 911-ი კუპე და კაბრიოლეტი ჯაშუშურად შენიღბული დააფიქსირეს, სურათებში ინტერიერის დაუფარავი დეტალებიც ჩანს

ეს ფოტოები განახლებული Porsche 911-ის კაბრიოლეტისა და კუპეს კონფიგურაციებს ასახავს. კადრებში სახეცვლილი ინტერიერის ხედიც კი იშლება.

Porsche 911-კუპე და კაბრიოლეტი

წინა მხარე

რა შეიცვალა ფორმირების დროს? ახალ 911-ს წინა მხარეს ვერტიკალურზოლებიანი საჰაეროები აქვს. ამ ელემენტების კონტროლი ავტომობილის გაგრილების საჭიროებიდან გამომდინარე თავისუფლადაა შესაძლებელი.

გარე კუთხეების ნათურები მხოლოდ სამუშაო მოდელებზეა წარმოდგენილი, ისინი საწარმოო ვერსიაზე არ შეგხვდებათ.

გვერდების გასწვრივ, მგზავრის მხარეს A სვეტის თავზე კაბრიოლეტს სენსორი აქვს დამაგრებული.

ფოტოზე წარმოდგენილ 911-ს ბორბლებზეც სენსორები აქვს. Kistler RoaDyn ძალების საზომად გამოიყენება. ის ავტომობილის დინამიკის თითოეულ დეტალს იკვლევს და აღწერს მონაცემებს, რომლებიც შემდგომ ავტომობილის განვითარებისთვის გამოიყენება.

უკანა მხარე

რაც შეეხება უკანა ნაწილს, უკან ბამპერი დაფარულია, შესაბამისად დიზაინთან დაკავშირებით დასკვის გაკეთება შეუძლებელია.

ერთ-ერთი ცვლილება ორმაგი გამოსაბოლქვი მილის კუდის ცენტრისკენ გადატანაა.

ინტერიერი

შიგნით, განახლებული 911 ციფრული ინსტრუმენტების კლასტერითაა აღჭურვილი. ცენტრალური კონსოლზე განახლებები არ შეიმჩნევა, როგორც ჩანს ინფო-გასართობი ეკრანი მიმდინარე მოდელის ზომისაა.

განახლებული 911-ის დიაპაზონთან დაკავშირებით ელექტროგადამცემის დამატების საკითხი კვლავ საიდუმლოა, თუმცა, საავტომობილო სივრცეში საუბრობენ, რომ ხაზს ჰიბრიდი შეუერთდება.

დიდი ალბათობით პირველი განახლებული 911-ის დებიუტი 2022 წლის მეორე ნახევარში შედგება. ჯერ-ჯერობით უცნობია “გადახალისებული” მოდელების გამოსვლის სპეციფიკა.

პორშეს არ დაუანონსებია მათ ერთდროულად გამოუშვებს, თუ საზოგადოებას ცალ-ცალკე წარუდგენს.

Porsche 911

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაგასული კვირის TOP-5 სიახლე ავტოსამყაროდან
შემდეგი სტატიაცნობილი ტექ. კომპანიები და მათი ელექტრომობილები