პოპულარული ქროსოვერის Mercedes-Benz GLC-ის სტანდარტული გამეორების ნაცვლად, ავტომწარმოებელმა მისი გაუმჯობესება და მოდერნიზაცია არჩია

GLC ბოლო 2 წლის განმავლობაში Mercedes-Benz-ის ყველაზე გაყიდვადი მოდელია, თუმცა, ავტომწარმოებელი ამას არ სჯერდება და მომხმარებლებს პოპულარული ქროსოვერის გაუმჯობესებულ ვერსიას სთავაზობს.

გერმანულმა ძვირადღირებული ავტომობილების მწარმოებელმა ახლახან თავისი საშუალო ზომის ქროსოვერი წარადგინა. ჯიპის გამოშვება 2023 წლისთვის იგეგმება.

განახლებული დიზაინი და მახასიათებლები

დახვეწილი და განახლებული დიზაინი, გაუმჯობესებული მაღალტექნოლოგიური ფუნქციები და ჰიბრიდული ძრავი, ეს ის ბენეფიტებია, რომლებსაც ახალი GLC300 თავის ერთგულ მომხმარებლებს შესთავაზებს.

მერსედესმა შექმნა/განახლების პროცესში თავისი 2 ყველაზე მთავარი უპირატესობა- დახვეწა და ადაპტაციის უნარი გამოიყენა.

როგორც უკვე აღვნიშნე მერსედესმა GLC-ის ხელახლა წარმოდგენის ნაცვლად ყურადღება ქროსოვერის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე გაამახვილა.

ეს ყველაზე ნათლად მის განახლებულ დიზაინში ჩანს. ერთი შეხედვით, ახალი GLC მისი წინამორბედისგან სულაც არ განსხვავდება. ცვლილებები ელეგანტურად და ფაქიზადაა შემოყვანილი.

ცვლილებები ექსტერიერში

განახლებული Mercedes-Benz GLC ჰიბრიდული ძრავით
განახლებები წინა ნაწილიდან შემოდის, ცხაური ქრომირებული დეტალითაა გარშემორტყმული და კომპოზიციურად ერწყმის განახლებულ ფარებს.

განახლებები წინა ნაწილიდან შემოდის, ცხაური ქრომირებული დეტალითაა გარშემორტყმული და კომპოზიციურად ერწყმის ახალი დიზაინის მქონე ფარებს.

ქრომირებული დამცავები, სახურავის რელსები და ახალი, კონტურულკიდეებიანი გვერდითა პანელები აეროდინამიკის გაუმჯობესებას ემსახურება.

გაიზარდა ქროსოვერის ზომაც, მისი სიგრძე, დაახლოებით, 4.7 მეტრია.

ცვლილებები ინტერიერში

ინტერიერის ცვლილებები უფრო თვალსაჩინოა. მძღოლის კაბინას თავისუფლად მდგომი 12,3-ინჩიანი ციფრული ინსტრუმენტების პანელი აქვს. ხოლო განახლებული დაფის ცენტრში 11,9-ინჩიანი სენსორული საინფორმაციო-გასართობი სისტემაა დამონტაჟებული.

სიგრძის ხარჯზე მგზავრებისთვის განკუთვნილი სივრცე არ გაუმჯობესებულა, თუმცა ქროსოვერი 5 მგზავრს თავისუფლად იტევს. სამაგიეროდ გაიზარდა სივრცე ტვირთისთვის, ის, დაახლოებით 622 ლიტრია.

და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი და „დრამატული“ ცვლილება ძრავის განყოფილებაშია განთავსებული.

2023 მოდელი 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავით იკვებება, მას 48 ვოლტიანი ჰიბრიდული სისტემა დაეხმარება.

განახლებული მონაცემებით და 9-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით ჯიპი 258 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ავტომწარმოებლის თქმით ქროსოვერი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 6,2 წამში შეძლებს.

უნივერსალური მეგზური

როგორც წინა მოდელები, ახალი ქროსოვერიც ეფექტური იქნება, როგორც საქალაქო გზებზე, ასევე კლდოვან რელიეფზეც.

ახალი GLC300-ის ფასი ჯერ არ არის ცნობილი. მაგრამ ახალი სტანდარტული მახასიათებლების გათვალისწინებით მისი ფასი 43,850 აშშ დოლარის ღირებულების მქონე ამჟამინდელ საწყის მოდელზე ძვირი იქნება.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Mercedes-Benz GLC

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]