კომპანია Hyundai – მ i30 N – ის რესტაილინგის ფოტოები გამოაქვეყნა.
გარეგნულ ცვლილებებთან ერთად ჰოტ-ჰეჩს ახალი 8 სიჩქარიანი „რობოტი“ დაემატა, რომლის დებიუტიც თავდაპირველად Veloster N -ზე შედგა.
სპორტქარის გარეგნობას განიერი რადიატორის ცხაურა ცვლის, ამას მეტად აგრესიული ბამპერი და LED განათებაც ემატება. განახლებულია უკანა სტოპებიც, ბამპერში კი ახალი დიფუზორი აყენია, სქელი გამოსაბოლქვი სისტემის მილებით.


განახლებული ჰეჩბექის 19 ინჩიანი დისკები, წინამორბედთან შედარებით ახალი i30 N-ს 14 კილოგრამით ამსუბუქებს. ინტერიერის ფოტოები ჰიუნდაის ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.
ძრავის მაჩვენებლებში ცვლილებები არ არის მოსალოდნელი: 2.0 ტურბო ძრავა 275 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, თუმცა რესტაილინგის შემდეგ 6 სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს, ალტერნატივა – 8 სიჩქარიანი „რობოტი“ გამოუჩნდება.