თითქმის ყველა ქვეყანაში ტოიოტა ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია

მომხმარებელთა მოსაზიდად მსოფლიოს უმდიდრესი ავტომწარმოებლები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშენებენ ქარხნებს, მოდელებს უცვლიან სახელებს, დიზაინს და მეტიც, კონკრეტული ქვეყნის მომხმარებლებისთვის მათი გემოვნების შესაფერის ავტომობილებს აწარმოებენ.

თითქმის ყველა სახელმწიფოში ტოიოტას დომინანტობა ძალიან აშკარაა. იაპონური ავტომწარმოებელი, რომელსაც წლების განმავლობაში ყველაზე ძვირადღირებული ავტოკომპანიის სტატუსი ჰქონდა, 104 გაანალიზებული ქვეყნიდან 41-ში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია.

გამოვლენილია ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები
ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები ქვეყნების მიხედვით

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2019 წელს მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი დამსახურებულად იყო Toyota Corolla. მიმდინარე რეიტინგით კი 16 ქვეყანაში ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილი Toyota Hilux გახლავთ. ეს მოდელი განსაკუთრებით პოპულარული არგენტინაში, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაშია.

Forbes.ge – ის ინფორმაციით რიგ ქვეყნებში ყველაზე მოთხოვნად ავტომობილებს ადგილობრივი წარმოების მანქანები წარმოადგენენ. მაგალითად, ჩეხეთში ყველაზე მოთხოვნადია Skoda Octavia, საფრანგეთში Peugeot 208, სამხრეთ კორეელები უპირატესობას Hyundai-ს ანიჭებენ, ხოლო რუსეთში ყველაზე გაყიდვადი – Lada-ა.

რაც შეეხება ჩვენ ქვეყანას, Visual Capitalist-ის ცნობით საქართველოში, 2019 წლის მონაცემებით ყველაზე გაყიდვადი SUV ტიპის ავტომობილები, Renault/Dacia Duster იყო.

ტოიოტა ავტომობილები

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაახალი ელექტრო-მერსედესის ფასი 100 ათასი დოლარიდან დაიწყება
შემდეგი სტატიაNissan Z-ახალი, დახვეწილი და გემოვნებიანი, რეტრო დიზაინი და 400 ცხენის ძალა
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში