Jetson-ის მოტოსპორტით შთაგონებული eVTOL craft-ის მაქსიმალური სიჩქარე 101 კმ/სთ-ია

Jetson One მოტოსპორტით შთაგონებული ერთადგილიანი ხელნაკეთი „მფრინავი მანქანაა“.

როგორც „პიონერი“ კომპაია Jetson-ი ამბობს, ახალი eVTOL „მფრინავი მანქანის“ 2022 წლის წარმოება მთლიანად გაყიდულია და 2023 წლისთვის წინასწარ, კიდევ 100 ერთეული აქვთ შეკვეთილი.

შვედურმა eVTOL ფირმამ გასული წლის ოქტომბერში 3000-ზე მეტი, წინასწარი შეკვეთა მიიღო, შეკვეთები კი ერთკაციანი საფრენი მანქანის გამოვლენიდან მოკლე დროშივე დაიწყო.

ზოგადი მახასიათებლები

გაიცანით Jetson One – ერთადგილიანი eVTOL “მფრინავი მანქანა”
Jetson’s One ერთადგილიანი eVTOL მანქანაა, ის მხოლოდ 86 კილოგრამს იწონის

Jetson’s One ერთადგილიანი eVTOL მანქანაა, ის მხოლოდ 86 კილოგრამს იწონის, ეს კი სარბოლო მანქანებით შთაგონებული, ალუმინის ჩარჩოსა და ნახშირბადბოჭკოვანი კორპუსის დამსახურებაა.

8 ელექტრო ძრავით აღჭურვილი მფრინავი მანქანის მაქსიმალური სიჩქარე 101 კმ/სთ-ია.(ფრენის საერთო დრო 20 წუთი)

ეს კონკრეტული მანქანა პირველი eVTOL ხელნაკეთობაა, რომელიც პირადი სარგებლობისთვისაა შექმნილი.

Jetson One-ის შეკვეთა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი. ფირმის ვებსაიტზე თითოეული მყიდველის მშობლიური ქალაქი და/ან რეგიონია მითითებული.

როგორც ჩანს, ის განსაკუთრებით პოპულარული კალიფორნიასა და ახლო აღმოსავლეთშია.

ფირმა ახალი ინვესტიციების მოძიების პროცესშია, მას 2022 წლისთვის ბიზნესის გაფართოვება და ახალი ადამიანების დასაქმება სურს.

„ჩვენთვის რეალური ინვესტორების მოძიება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახლა ვაფართოებთ და ვზრდით კომპანიას. ჯეტსონი ეძებს ფირმას, რომელიც ჩვენს ხედვას გაიზიარებს“, – ტომაშ პატანი, ფირმის თანადამფუძნებელი.

და ყველაზე მთავარი, თუ ფრენას გადაწყვეტთ იცოდეთ, რომ Jetson One-ის ღირებულება 92,000 აშშ დოლარიდან იწყება…

Jetson One

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაFerrari 2022-ში Purosangue-ს, შთამბეჭდავი ჯიპის წარმოებას დაიწყებს
შემდეგი სტატია2022 წლის ელექტრომობილები- „როდის რას უნდა ველოდოთ“ (მარტი)