მთავარი აუტოსპორტი გადაწყვეტილება მიღებულია: დაასრულებს კარიერას სებასტიან ფეტელი?

გადაწყვეტილება მიღებულია: დაასრულებს კარიერას სებასტიან ფეტელი?

54
სებასტიან ფეტელი

კარიერის დასრულება, თუ კიდევ ერთი სეზონის ჩატარება? ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი დარწმუნებულია, რომ მომავალ სეზონს ის ფორმულა 1-ის მოქმედი მრბოლელის სახით შეხვდება.

გადაწყვეტილება მიღებულია: დაასრულებს კარიერას სებასტიან ფეტელი?
სებასტიან ფეტელი 2020

ამის შესახებ გერმანელმა ჟურნალისტებს ბელგიის გრან პრიზე განუცხადა. ამასთან ფატელმა ისიც დასძინა რომ ჯერ არცერთ გუნდთან არ გაუფორმებია კონტრაქტი და ამ ეტაპზე არც კი გადაუწყვეტია რომელი შეთავაზება აირჩიოს.

“მოცემულ მომენტში რამდენიმე ვარიანტს განვიხილავ, ერთის თქმა დარწმუნებით შემიძლია, მომავალ წელს რბოლაში ვიქნები. თქვენ რა თქმა უნდა გინდათ გაიგოთ რომელ გუნდში ვიქნები, მაგრამ ამაზე პასუხი ჯერ არ მაქვს.პრესაში ბევრი იწერება, რომ მე უკვე გავაფორმე კონტრაქტი, მინდა გითხრათ რომ მე არ მაქვს ჯადოსნური კალამი, რომელიც ყველა სურვილს ერთდროულად ამისრულებს, აი ჩვეულებრივ კალამს კი სულ თან ვატარებ.” განუცხადა ჟურნალისტებს ფეტელმა.

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი F1-ის წლევანდელ რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს.

ამ დროს დადის ჭორები რომ ფეტელი  Racing Point – ში ლენს სტროლს შეცვლის.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

ფორმულა1

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]