ფრედი მერკურის Rolls-Royce Silver Shadow აუქციონზე გაიყიდება, გაყიდვიდან მიღებული თანხა ფონდ Superhumans-ს გადაერიცხება, ცნობილია, რომ არაკომერციული ორგანიზაცია უკრაინას ეხმარება

თავისი უნიკალური მუსიკალური მემკვიდრეობის გარდა, ფრედი მერკურიმ, საზოგადოებას, უძვირფასესი მანქანაც დაუტოვა.

პირველი და ერთადერთი Rolls-Royce, რომელსაც მომღერალი ფლობდა, აუქციონზე გაიყიდება, აუქციონიდან შემოსული თანხა კი უკრაინის დასახმარებლად გადაირიცხება.

RM Sotheby’s-ი კოლექციონერებს და არა მარტო, მომღერლის 1974 წლის Rolls-Royce Silver Shadow-ს სთავაზობს. აუქციონი 5 ნოემბერს გაიმართება.

ამბობენ, რომ Queen-ის ყოფილ ვოკალისტს ეს მანქანა 1979 წლიდან სიკვდილამდე, ანუ 1991 წლამდე ჰყავდა.

მისი გარდაცვალების შემდეგ Rolls-Royce მისმა დამ, კაშმირა კუკმა წაიყვანა და მანქანა მის სარგებლობაში 2013 წლამდე, ავტომობილის აუქციონზე გაყიდვამდე იყო.

და ახლა, მომავალ თვეში “74 Shadow” აუქციონის ზღურბლს კიდევ ერთხელ გადაკვეთს.

მაგრამ ამჯერად, როგორც უკვე აღვნიშნე,  გაყიდვიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაცია Superhumans Center-ში გადაირიცხება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ორგანიზაცია უკრაინის ომის მსხვერპლებს ეხმარება.

„ეს მანქანა ისტორიის სერიოზულ ნაწილს წარმოადგენს და ის ფაქტი, რომ გაყიდვიდან შემოსული თანხა საოცარ საქველმოქმედო ორგანიზაციას Superhumans of Ukraine-ს გადაერიცხება ძალიან მახარებს- ნიკ უილსი, RM Sotheby’s-ის მანქანის სპეციალისტი.

ცნობილია, რომ ფრედის ძვირადღირებული მანქანების კოლექცია ჰქონდა. მომღერალი კონცერტებზე და მნიშვნელოვან შეხვედრებზე სწორედ როლს როისით დადიოდა.

ის დაჟინებით მოითხოვდა, რომ ყველა კონტრაქტისთვის ხელი ავტომობილის უკანა ნაწილზე მოეწერათ, ამაზე მისი მეგობრები დოკიმენტურ ფილმშიც საუბრობენ. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ მერკურისთვის ეს მანქანა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

აუქციონის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით მანქანა Silver Chalice საღებავით და ლურჯ-ნაცრისფერი ინტერიერით იყო შესრულებული. კაპოტის ქვეშ კი 6,750 cc V-8 ძრავი იყო განთავსებული. როგორც ცნობლია, აუქციონი 5 ნოემბერს დაიწყება.

Rolls-royce silver shadow

Rolls-Royce Silver Shadow

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაMercedes-Benz-ის უიშვიათესი მოდელები- ანუ საუკუნოვანი ისტორიის არტეფაქტები
შემდეგი სტატიაულტრა იშვიათი Ferrari Testarossa Pininfarina Spider-ი აუქციონზე 2 მილიონი ეღირება