თავლაში ახალი „ცხენია“. განახლებულ Ford Mustang-ს, ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ნაცნობი ვიზუალი აქვს

მეშვიდე თაობის Ford Mustang-ს უკვე დიდი ხანია ველოდებით, ვიხილეთ სატესტო ვარიანტებიც, თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბაზაზე შემოსკუპებულ საწარმოო კორპუსის მქონე, ჯაშუშურად შენიღბულ „პონის“ ვხედავთ.

თავლაში ახალი „ცხენია“

საგულდაგულოდ შენიღბულ პროტოტიპს თუ კარგად დავაკვირდებით შევამჩნევთ, რომ მას მუსტანგისეული ცხაური აქვს. შესამჩნევია ბამპერიც, რომელიც ცხაურს და ქვედა ფასციას ერთმანეთისგან მიჯნავს.

მე-7 თაობის Ford Mustang (წინა მხარე)

ახალი Ford Mustang-ის პირველი ჯაშუშური კადრები გავრცელდა
იმდინარე მე-6 თაობასთან შედარებით უფრო კუთხოვანი და შესაძლოა, უფრო ბრტყელი და ვიწროც იყოს.

შესამჩნევია წვრილი ფარებიც. რომ შევაჯამოთ, ცხვირი, მიმდინარე მე-6 თაობასთან შედარებით უფრო კუთხოვანი და შესაძლოა, უფრო ბრტყელი და ვიწროც იყოს.

მე-7 თაობის Ford Mustang (უკანა მხარე)

ახალი Ford Mustang-ის პირველი ჯაშუშური კადრები გავრცელდა
სამუხრუჭეებს ტრადიციული, სამნაწილიანი ვერტიკალური განლაგების სპეციფიკა აქვთ შენარჩუნებული

გადავინაცვლოთ უკანა მხარეს, წინა ნაწილთან შედარებით აქ უფრო „მძიმე“ შენიღბვაა. შედარებით თხელი საფარველია ზედა ფასციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ უკანა სამუხრუჭეები საწარმოო ვერსია არ არის მათ ტრადიციული, სამნაწილიანი ვერტიკალური განლაგების სპეციფიკა აქვთ შენარჩუნებული.

მე-7 თაობის Ford Mustang (პროფილი)

ახალი Ford Mustang-ის პირველი ჯაშუშური კადრები გავრცელდა

რაც შეეხება პროფილს, ის ისეთივეა, როგორიც მე-6 თაობა. როგორც ამბობენ ახალი ვერსია მიმდინარე პლატფორმის შეცვლილ ვერსიას გამოიყენებს. შეიძლება ითქვას, რომ ახალი Mustang-ის ევოლუცია კონსერვატიული იქნება.

საინტერესო დეტალები კორპუსის მიღმა იმალება…

ყველაფერი საინტერესო დიზაინის მიღმა იმალება. ამბობენ, რომ შემდეგი თაობის მანქანა შეიძლება იყოს ჰიბრიდული და, ასევე, all-wheel drive სისტემით აღჭურვილი. ეს პირველი გამოცემის შემთხვევაში.

შემდეგ კი იქნება სრულად ელექტრო Mustang-იც. ეს ვარაუდები უახლოეს ათწლეულში ფორდის ელექტრიფიკაციის გეგმებს ეყრდნობა.

როგორც ვხედავთ მუსტანგის ელექტრიფიცირება გარდაუვალია, სათუოა მხოლოდ თაობები, ეს იქნება მე-7 თაობა თუ უფრო გადავადდება და მე-8 თაობის მუსტანგს დამუხტავენ.

ამას, რა თქმა უნდა, დრო და ტენდენცია გვიჩვენებს.

რა, სად როდის შეკითხვები:

როდის ვიხილავთ ახალ „პონის“? უახლესი „კულუარული“ ინფორმაციის თანახმად მე-7 თაობის მუსტანგი 2023 წელს გამოვა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დებიუტი, შესაძლოა, ამ წლის ბოლოსაც შედგეს.

Ford Mustang

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატია2022 წლის Ford Ranger Splash შეზღუდული გამოცემის ფერთა სპექტრი
შემდეგი სტატიაბერლინი მანქანების გარეშე