კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 1993-ში. გაგაცნობთ 2022 წლის Ford Ranger Splash limited Edition-ის ფერთა გამას

ნოსტალგია ძლიერი გრძნობაა. წარსულის სასიამოვნო ემოციების აღძვრა როგორც ვიზუალს და სუნს, ასევე სახელწოდებასაც შეუძლია.

ნოსტალგიას და მასთან დაკავშირებულ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას ეფექტურ მარკეტინგულ ინსტრუმენტადაც იყენებენ.

დააკვირდით სურათებს და ნათლად დაინახავთ, თუ როგორ ურთიერთობენ წარსულიდან „გადმოსული“ მანქანები თავიანთ პოტენციურ აუდიტორიასთან/მყიდველებთან.

ფორდისვის ნოსტალგიური „პასაჟი“ და სპეციფიკა უცხო არ არის. ავტომწარმოებელმა არაერთი რეტრო-ფუტურისტული კონცეფცია შექმნა, რა თქმა უნდა, წარმატების განსხვავებული ხარისხებით.

სულ ახლახანს ფორდმა 90-იანებიდან მოდელის ნაცვლად მორთულობის დონე “გადმოგვიცოცხლა”, ეს ეხება 2021 წლის სექტემბერში გამოშვებულ Ranger Splash-ს და Splash Limited Edition ხაზს, სწორედ ისინი აღადგენენ 90-იანების ნოსტალგიური მორთულობის დეტალებს აწმყოს შთამბეჭდავი სიახლეების ფონზე.

2022 Ford Ranger Splash

2022 წლის Ford Ranger Splash შეზღუდული გამოცემის ფერთა სპექტრი
ჩვენ ღია ნარინჯისფერ, რეტრო გრაფიკულ Splash-ს ვიცნობთ

ჩვენ ღია ნარინჯისფერ, რეტრო გრაფიკულ Splash-ს ვიცნობთ, რაც ჩვენ არ გვინახავს ეს არის შეზღუდული გამოცემის ფერები, რომლებიც, ავტომწარმოებლის თქმით 90-იანიების გამოხატულებაა.

Limited Edition-ის ფერებია: Snow Edition, Forest Edition და Sand Edition:

Snow Edition

2022 წლის Ford Ranger Splash შეზღუდული გამოცემის ფერთა სპექტრი
Snow Edition-ის მხოლოდ 750 ერთეულს გამოუშვებს.

პირველად Snow Edition გამოვა, ფორდი ავტომობილის გამოშვებას 2022 წლის გაზაფხულისთვის გეგმავს. მანქანას შავი, ნაცრისფერი აქცენტების მქონე ტყავის სავარძლები აქვს. ფორდი Ranger Splash Snow Edition-ის მხოლოდ 750 ერთეულს გამოუშვებს.

Forest Edition

2022 წლის Ford Ranger Splash შეზღუდული გამოცემის ფერთა სპექტრი
ამ მოდელს 500 ეგზემპლარად გამოუშვებენ.

შემდეგი Forest Edition-ია, ის 2022 წლის ზაფხულისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მისი კორპუსი მწვანეა, ცხაურზე კი წითელი ფერის დეტალები აქვს. სალონში ნაცრისფერი, ნაჭრის სავარძლებია განთავსებული. ამ მოდელს 500 ეგზემპლარად გამოუშვებენ.

Sand Edition

2022 წლის Ford Ranger Splash შეზღუდული გამოცემის ფერთა სპექტრი
Sand Edition-ის მხოლოდ 500 ერთეულს გამოუშვებენ

საბოლოო მოდელი Sand Edition-ია. ავტომწარმოებელი მას 2022 წლის შემოდგომაზე გამოუშვებს. ინტერიერის ფერები და მორთვა Forest Edition-ის მსგავსია. რაც შეეხება ექსტერიერის ფერს Ford-მა მას უდაბნოს ქვიშა უწოდა.. ამ შემთხვევაშიც, მოდელის მხოლოდ 500 ერთეულს გამოუშვებენ.

Ford Ranger Splash

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაLamborghini 2022-ში 4 ახალ პროდუქტს წარადგენს
შემდეგი სტატიაახალი Ford Mustang-ის პირველი ჯაშუშური კადრები გავრცელდა