Shelby American მომავალ წელს 60 წლის იუბილეს ახალი GT500KR-ის პრეზენტაციით აღნიშნავს
და აი ისიც, თქვენს წინაშეა მისი უდიდებულესობა Ford Mustang Shelby GT500-ზე დაფუძნებული, მესამე თაობის GT500KR “King of the Road” და მართლაც, ის თავისი 5.2-ლიტრიანი V8 ძრავით უთუოდ გზის მეფეა!
“King of the Road”
გატარებული ცვლილებების (სითბოს გადამცემი, ჰაერის მიმღები და სხვა აეროდინამიკური ასპექტები) წყალობით ძრავი 900 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო სახის ჩამოყალიბებამდე ცვლილებები ჯერ კიდევ წინაა, სტანდარტულ GT500-ს 760 ცხენის ძალა აქვს.
დაბრუნება 900 ცხენის ძალით

წინა მხარეს, ახალ მოდელს ნახშირბადბოჭკოვანი კომპონენტები აქვს, მათს შორის-კაპოტი, წინა სპლიტერი, უკანა დიფუზორი და სპოილერი. კორპუსზე მრავლადაა დატანილი Shelby-ს „ბეიჯები“. მყიდველებს შესაძლებლობა ექნებათ ტრადიციული ზოლების სხვადასხვა ვარიაცია აირჩიონ.
რაც შეეხება სალონს- სავარძლები ტყავითაა დაფარული იატაკი კი ნაქარგი ხალიჩითაა გაწყობილი.
რა, სად, როდის, რამდენი?

შელბი შეკვეთების მიღებას 1 თებერვალს დაიწყებს, მაგრამ პირველი სერიული მოდელი 29 იანვარს Barrett-Jackson’s Scottsdale-ის აუქციონზე გამოვა.
აღსანიშნავია, რომ შემოსული თანხა კეროლ შელბის ფონდს და არასრულწლოვანთა დიაბეტის კვლევის ფონდს მოხმარდება.
GT500KR პაკეტი 54,995 აშშ დოლარი ღირს და მისი გამოყენება 2020-2021 წლების ნებისმიერ GT500-ზეა შესაძლებელი.
რაც შეეხება 2022 წლის 225kr მოდელებს მათი ღირებულება საწყისი დონის შემთხვევაში 127,895 აშშ დოლარიდან იწყება. აღნიშნული 225 ეგზემპლარიდან შეერთებულ შტატებში მხოლოდ 180 ერთეული იქნება შეთავაზებული ხოლო 45 ერთეული ხელმისაწვდომი იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც.