Facebook – ის მომხმარებლი ბრენდონ კალდერონი თავის გვერდზე ვიდეოს აზიარებს „რით მთავრდება არაპროფესიონალური დრიფტი, შეუფერებელ ადგილზე“. ვიდეოს მთავარი გმირი – მძღოლია, რომელიც ბოლო თაობის Ford Mustang – ით „დრიფტაობს“.

სპორტქარის მფლობელს ამერიკის ერთერთი პარკინგის სახურავზე „რვიანების“ ხაზვა მოუნდა (პრინციპში ვინ იტყოდა უარს). ავტოსადგომზე სხვა მოძრავი მანქანები არ ჩანს. ტერიტორიაზე მცირე ნაგებობებია, მაგრამ ისინი თვალსაჩინოა და იდეაში მძღოლს არ უშლიდა.

თუმცა, როგორც ჩანს მუსტანგის მფლობელს ერთი ასეთი ნაგებობა მაინც გამოეპარა და პირდაპირ „ცხვირით“ შეასკდა.

„აი რატომ აქვთ მუსტანგებს შელახული რეპუტაცია. გთხოვთ, პატივი ეცით თქვენ გარშემო მყოფებს”, – წერს ვიდეოს ავტორი პოსტში.

მსგავსი Ford Mustang – ის ღირებულება 5.0  V8 ძრავით, აშშ – ში 35 880 დოლარიდან იწყება.

Ford Mustang

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაელექტროქროსოვერი Volkswagen ID.4 პირველად კომუფლიაჟის გარეშე ვიდეოში გვაჩვენეს
შემდეგი სტატიახორვატული ელექტრომობილების სტარტაპი ბრენდ Bugatti – ის ყიდულობს
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში