არის თუ არა Ford Mustang Mach-E Tesla Model 3 & Y-ზე უკეთესი? Consumer Reports-მა Mustang Mach-E საუკეთესო ელექტრომობილად დაასახელა

Consumer Reports-ი უკვე დიდი ხანია მანქანების მყიდველებისთვის სანდო და საიმედო რესურსია.

წლების განმავლობაში მისი შეფასებები Tesla-ს შესახებ დაბალანსებული და ობიექტური იყო. CR-ის თავდაპირველი მიმოხილვა Model S-ზე, იმდროინდელი „ახალგაზრდა“ ავტომწარმოებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

Tesla model 3

Ford Mustang Mach-E თუ Tesla Model 3 & Y?
CR-მა დამუხრუჭების ტესტში ცუდი შედეგის დაფიქსირების გამო Model 3-ს დადებითი რეკომენდაციის ნიშანი გაუუქმა

ჟურნალმა მოგვიანებით Model X-თან დაკავშირებული პრობლემები გამოავლინა. 2018 წელს CR-მა დამუხრუჭების ტესტში ცუდი შედეგის დაფიქსირების გამო Model 3-ს დადებითი რეკომენდაციის ნიშანი გაუუქმა.

CR-მა გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალა, რაც ტესლამ მუხრუჭების პრობლემა მოაგვარა.

2020 წელს ჟურნალმა Tesla ელექტრომობილების ბაზრის „აბსოლუტურ ლიდერად“ მოიხსენია.

Ford Mustang Mach-E

Ford Mustang Mach-E თუ Tesla Model 3 & Y?
Consumer Reports-მა Ford Mustang Mach-E ელექტრომობილების კატეგორიაში 2022 წლის საუკეთესო ავტომობილად დაასახელა

და ახლა, როდესაც Consumer Reports-მა Ford Mustang Mach-E ელექტრომობილების კატეგორიაში 2022 წლის საუკეთესო ავტომობილად დაასახელა ბოლო 2 წლის უპირობო ლიდერი Tesla-ს Model 3 პოზიციურად ჩამოქვეითდა.

Ford-მა სასურველი პრიზი/ტიტული საერთო ქულის საფუძველზე მოიპოვა. (გზის ტესტის ქულა, მოსალოდნელი სანდოობა, მფლობელის კმაყოფილება და უსაფრთხოება).

Consumer Reports-ი Tesla-ს ფლაგმანურ მანქანას კვლავ უწევს რეკომენდაციას, დადებითად აფასებს და მას „დიდებულ არჩევანს“ უწოდებს.

ჟურნალი ხაზს უსვამს მოდელ 3-ის ბრწყინვალე უახლეს ტექნოლოგიას, შთამბეჭდავ დიაპაზონს, დამუხტვის სისტემას და სედანს შესაძლებლობებით სპორტულ ავტომობილს ადარებს.

თუმცა, CR თვლის, რომ Mustang Mach-E უფრო პრაქტიკული, კომფორტული მშვიდი და მარტივად სამართავია.

ორივე მანქანას დიდი ინფო-გასართობი ეკრანი აქვს, მაგრამ Mach-E-ის ფუნქციონირება ბევრად უფრო მარტივია, მას ტესლასგან განსხვავებით რუტუნული მოქმედებების შესასრულებლად,(კონდიცირება, სარკეების რეგულირება და სხვ.) რამდენიმესაფეხურიანი მოქმედება არ სჭირდება.

CR-ის სანდოობის რეიტინგი, რომელიც საკვანძო ფაქტორია თითოეული მოდელის საერთო ქულაში, მკითხველების ყოველწლიურ გამოკითხვას ეყრდნობა.

Tesla Model Y

Ford Mustang Mach-E თუ Tesla Model 3 & Y?
გამოკითხვის შედეგებმა მოდელი Y ჟურნალის „საუკეთესო არჩევანის“ სიის მიღმა დატოვა

ამ გამოკითხვის შედეგებმა მოდელი Y ჟურნალის „საუკეთესო არჩევანის“ სიის მიღმა დატოვა. მფლობელების გამოკითვის შემდეგ პრობლემები შემდეგი მიმართულებით გამოიკვეთა: კორპუსის საღებავი და მთლიანობა, ვიზუალური დეტალები, ელექტრომოწყობილობა და კლიმატის კონტროლი.

CR-ის მიხედვით მოდელ 3-ს საშუალო „სადოობის ქულა“ აქვს. რაც შეეხება Mustang Mach-E-ს კვლევაში ჩართულმა რესპონდენტებმა განაცხადეს, რომ მასთან მიმართებით უმნიშვნელო პრობლემები გამოიკვეთა.

მძღოლის დამხმარე სისტემების განვითარებასთან ერთად CR ავტონომიური ფუნქციების გამართულად მუშაობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ეს განსაკუთრებით შეჯახების თავიდან აცილების სისტემებს ეხება.

ამ წლის დასაწყისიდან, CR-მა საერთო ქულის ოდენობა დამატებით 2 ქულით გაზარდა. ამ დამატებით ქულას მიიღებს ავტომობილი, რომელსაც აქტიური მართვის დამხმარე სისტემა “an adequate driver monitoring system”-ა აქვს.

შეფასების დროს Mach-E-ის BlueCruise-ის აქტიური მართვის დამხმარე სისტემამ დამატებით 2 ქულა მიიღო. რაც შეეხებაTesla-ს „Autopilot“-ს, მან ახალი კრიტერიუმისთვი განკუთვნილი 2 ერთეული ვერ დააგროვა.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Ford Mustang Mach-E Tesla Model 3

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]