ალან კლარკმა Tesla-ში 12 წელი გაატარა, მისი დახმარებით შეიქმნა ისეთი კონცეფციები, როგორებიცაა: Model S, Model X და Roadster-ი.

Ford-მა Tesla-ს მთავარი ინჟინერი ალან კლარკი, ფირმის ელექტრული მომავლის პროგრესისთვის დაიქირავა, ბრენდი 2035 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებას გეგმავს.

ალან კლარკი ტესლას ინოვაციურ გუნდს 2009 წელს შეუერთდა. ფირმაში ალანს რამდენიმე პოზიცია ეკავა, მათს შორისაა უფროსი დიზაინის ინჟინერი, ახალი პროგრამების ინჟინერიის უფროსი მენეჯერი და ბოლო პერიოდში კი მას ახალი პროგრამების ინჟინერიის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

35 წლის კლარკმა Tesla Model S-ის განვითარებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ის მუშაობდა მანქანის ბატარეის გარსაცმის დიზაინზე, სუსპენზიაზე, საჭეზე და კარის სახელურის მექანიზმებზე. მან ასევე დიდი წვლილი შეიტანა Tesla Model X-ის განვითარებაში.

გარდა ამისა, კლარკი Tesla Roadster-ის პროტოტიპის მთავარი ინჟინერი იყო. Model 3-ისა და Model Y-ისთვის ავტომობილის არქიტექტურა შეიმუშავა და წვლილი შეიტანა Cybertruck-ის პროტოტიპის ინჟინერიაშიც.

მან თავისი LinkedIn-ის პლატფორმაზე ფორდში გადასვლა დაადასტურა. ახლა ის Ford-ისთვის მისი მოწინავე ელექტრო მანქანების განვითარებაზე იმუშავებს.

ალანის განცხადებას LinkedIn-ზე 700-ზე მეტი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის Ford-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯიმ ფარლიც :

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ალან! გვიხარია, რომ ჩვენს გუნდში ხარ!“- თქვა მან.

კომენტარები ტესლას გუნდიდანაც წამოვიდა, მათს შორის იყო Tesla-ს ინჟინერიის უფროსი ანდერს ბელიც –

„თქვენ Tesla-ზე დიდი გავლენა მოახდინეთ, თქვენთან მუშაობა დიდი პრივილეგია იყო“.

კლარკი ტესლას მეორე, მაღალი დონის აღმასრულებელია, რომელიც ბოლო 12 თვის განმავლობაში ფორდში გადავიდა. ფორდმა ალანამდე Tesla-ს ყოფილი ინჟინერი Doug Field-ი დაიქირავა.

ფილდი ადრე Apple-ის სპეციალური პროექტების პრეზიდენტი იყო, ის ტექნიკური გიგანტის მოსალოდნელი ელექტრო, თვითმართვადი მანქანის განვითარებას ხელმძღვანელობდა. ხოლო რაც შეეხება ტესლას ის Model 3-ის შემუშავებასა და წარმოებაზე მუშაობდა.

Ford Tesla

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატია2022 წლის ელექტრომობილები- „როდის რას უნდა ველოდოთ“ (მარტი)
შემდეგი სტატია2023 Mercedes eSprinter-ი ზამთრის ტესტირების დროს დააფიქსირეს