Ford-ის ყველაზე ექსტრემალური პიკაპის პაკეტი, Shelby V8 და წადი სადაც გინდა, ეს ახალი Ford F-150 Raptor R-ია

ახალი Ford F-150 Raptor R-ი ბრენდის ყველაზე გაყიდვადი პიკაპის ექსტრემალური ვერსიაა. ის მძიმე Raptor-ის სპორტული გამავლობის ხაზის უახლესი ჩანაწერია.

ის Ford Ranger Raptor-ზე ბევრად უფრო სწრაფი, დიდი და უფრო ძლიერია.

3.5-ლიტრიანი V6-ის ნაცვლად, რომელიც 284 ცხენის ძალას გამოიმუშავებს ყველაზე სწრაფი F-150 5.2-ლიტრიანი V8 ძრავით იკვებება.

აღსანიშნავია, რომ იგივე ძრავი Mustang Shelby GT500-ისთვის გამოიყენებოდა.

ძრავი ოფროუდერს გასაოცარ, 700 ცხენის ძალას და 867 ნიუტონ მეტრს აძლევს.

ფორდი შესრულების მაჩვენებლებზე ჯერ არ საუბრობს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ V6 ძრავით Raptor-ს 0-დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 5.0 წმ სჭირდება R ვერსია, სავარაუდოდ, ისეთივე სწრაფი იქნება, როგორც Porsche 911.

ახალი გამაგრილებლები, ფილტრი, უჟანგავი ფოლადის გამონაბოლქვი Raptor R-ის ეფექტურ გაგრილებას უზრუნველყოფს, შესაბამისად ის ნებისმიერ კლიმატურ პირობებში და ექსტრემალური დატვირთვის დროს საიმედო საგზური იქნება.

Raptor-ის სახელწოდება უგზოობაზეა ფოკუსირებული, ახალ R ვერსიას კი რთულ რელიეფთან გამკლავებასთან ერთად მაღალი სიჩქარის შენარჩუნებაც შეუძლია, ეს ფაქტი კი მას სხვა სუპერ ჯიპებისგან უთუოდ გამოარჩევს.

ავტომობილი უხეში, კალიფორნიის Baja 1000 გამძლეობის სერიაში მონაწილე 4×4-ების მოდელების მიხედვითაა შექმნილი.  

“F-150 Raptor უფრო მეტია, ვიდრე სწრაფი: მან სასტიკი უგზოობის გარემო უნდა დაიპყროს“-ფორდი.

დიდი ძრავის გარდა R შასის მრავალფეროვანი მოდიფიკაციები აქვს, ეს კი მანქანის გამავლობის და გამძლეობის უნარს ზრდის.

განახლდა 10-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. რაც შეეხება სტილს ის სტანდარტული რაპტორისგან აგრესიული ელექტრული გუმბათის, შავი დეტალებისა და “R” ნიშნებით გამოირჩევა.

Raptor R-ის წარმოება ამ წლის ბოლოს დაიწყება.

F-150 Raptor R

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Ford F-150 Raptor R

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]