Ford Bronco ევროპაში შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება, სიაში არ არის RHD ვერსია

Ford-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, მნიშვნელოვანი და თანამედროვე პროდუქტი- გაცოცხლებული Bronco ევროპაში ოფიციალურად გაიყიდება.

ის Mustang-სა და Explorer-ს შეუერთდება, როგორც ამერიკული ბაზრისთვის შემუშავებული და შექმნილი მოდელი, რომელიც ევროპული ბაზრისთვისაც ხელმისაწვდომია.

off-roader-ი ევოპაში, ავტომწარმოებლის შოურუმებში მომავალი წლის ბოლოდან გამოჩნდება.

უგზო-უკვლობის მოყვარული „ევროპელებისთვის“ ეს ნამდვილად კარგი ამბავია, თუმცა, არის ერთი მაგრამ…

სამწუხაროდ, Bronco ევროპაში “მკაცრად შეზღუდული რაოდენობით” გაიყიდება. ეს ზუსტად რას უნდა ნიშნავდეს არ ვიცით, ავტომწარმოებელს განცხადება ჯერ არ განუმარტავს.

თუმცა, რაც ვიცით არის ის, რომ უხეში გარეგნობის ჯიპი 2023 წლის მესამე კვარტალში მხოლოდ მარცხენასაჭიან ევროპულ ბაზარზე იქნება ხელმისაწვდომი.

ფორდმა Bronco გასულ თვეში 2022 წლის სოფიას მოტორ შოუზე წარადგინა, ჯიპის ევროპაში გაშვებასთან დაკავშირებული სპეკულაციები სწორედ მას შემდეგ დაიწყო.

„Bronco ფორდის ყველაზე მკაცრი და მრავალმხრივი უგზოობის მანქანა. ახალი თაობა ორიგინალის დნმ-ს, ნებისმიერ რელიეფთან გამკლავების უახლეს ტექნოლოგიებს და აქსესუარების უზარმაზარ ასორტიმენტს აერთიანებს. ჩვენი მიზანი უგზოობის ახალი ხატის შექმნაა“.მატიას ტონი ფორდის უფროსი ინჟინერი ევროპაში.

Ford-ი ბრონკოს ევროსპეციფიკაციების დეტალებს არ გვიმხელს. მწარმოებელი მხოლოდ ამბობს, რომ ის ექსკლუზიურად გაიყიდება, როგორც ოთხკარიანი მანქანა.

მოწყობის დონეებსა და ჯიპის ღირებულებაზე ბრენდი არაფერს ამბობს. თუმცა ცნობილია, რომ სტანდარტულ აღჭურვილობაში შედის-Bang & Olufsen პრემიუმ აუდიო სისტემა, 360 გრადუსიანი კამერა, 12 ინჩიანი ინფო-გასართობი ეკრანი Apple CarPlay-ით და Android Auto-ით და სხვ.

Bronco (Euro-spec)

Ford Bronco

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიავინ დიზელის მანქანების კოლექცია
შემდეგი სტატიაFerrari 500 TRC Spider-ი აუქციონზე 10 მილიონ დოლარად გაიყიდება