Lamborghini-ის და Ferrari-ის ქროსოვერები რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენლად ჩანდა, თუმცა დღეს ორივე მათგანი სახეზეა.

ამ ამბავში Porsche-ს განსაკუთრებული როლი უკავია, რომელსაც გარკვეულწილად უნდა ვუმადლოდეთ კიდეც, ამ ტენდენციის დამკვიდრებისთვის.

მას შემდეგ, რაც ინდუსტრიამ დაინახა, თუ რა ფინანსური წარმატება მოუტანა Cayenne-მა გერმანულ ბრენდს, ეგზოტიკური ავტომწარმოებლების SUV პროექტების რეალიზება, მხოლოდ დროის საკითხიღა იყო.

ამასთან Ferrari ამტკიცებს, რომ Purosangue ქროსოვერი არ არის. ისინი ფაქტობრივად მოგვიწოდებენ, რომ ჩვენ მას ჯიპი არ დავუძახოთ. ოფიციალურ პრესრელიზშიც არ არის ნახსენები ეს ტერმინი. მათ სურთ, რომ მას უბრალოდ ოთხკარიანი ფერარი ვუწოდოთ, რაც პრინციპში ბუნებრივიცაა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია (ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს), ის აშკარად ქროსოვერია.

Ferrari Purosangue vs. Lamborghini Urus – წინა მხარე, ექსტერიერი

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სადღაც Porsche Taycan Cross Turismo-სა და Lamborghini Urus-ს შორისაა, თუმცა ეს უკანასკნელი აშკარად უფრო ჯიპია, ვიდრე ქროსოვერი.

მოდი Taycan Cross Turismo ცოტა ხნით გვერდზე გავწიოთ, უფრო იმიტომ, რომ ის სრულად ელექტროა და Purosangue-თან შედარება არ იქნება სამართლიანი.

უნდა აღვნიშნოთ, რომ დიზაინის თვალსაზრისით Lamborghini Urus-ი უფრო ეფექტურად გამოიყურება. თუ Purosangue ძალიან გლუვი და “დაკუნთულია”, Urus-ი უფრო მკვეთრი და კუთხოვანი ფორმებით გამოირჩევა.

Ferrari Purosangue vs. Lamborghini Urus – გვერდითა მხარე, ექსტერიერი

იმის ფონზე, რომ Urus-ი ტრადიციულ ჯიპს წააგავს, Ferrari უფრო მდიდრულად გამოიყურება, თუმცა თუ ყველგანმავალს ეძებთ, Urus-ი ბევრად ლოგიკური არჩევანია. ის უფრო დიდი და უფრო პრაქტიკულია, მაგალითად მას შეუძლია სხვა ჯიპის ბუქსირება.

არ ვარ დარწმუნებული, რომ Purosangue-ს რაიმეს ბუქსირება შეუძლია. Ferrari-საც არაფერი უთქვამს ბუქსირების რეიტინგზე ან საერთოდ აქვს საბუქსირე?

Ferrari Purosangue vs. Lamborghini Urus – უკანა მხარე, ექსტერიერი

ასე რომ, Urus უფრო ოჯახურ მანქანად შეიძლება მოვნათლოთ, ბუნებაში მოგზაურობისთვის, ხოლო Purosangue იდეალურია მეგობრებთან ერთად კომფორტულ ადგილებში სასეირნოდ.

Purosangue-ის სალონი აშკარად უფრო ძვირფასად გამოიყურება. ვისაც გაუმართლა და მანქანა პირადად ნახეს, ამბობენ, რომ ის ნამდვილად უფრო მდიდრულია, ვიდრე მისი „კონკურენტი“ Urus-ი.

Ferrari Purosangue vs. Lamborghini Urus – ინტერიერი

რაც შეეხება Purosangue-ს ფასს, ის დაახლოებით $400,000 ეღირება, მაშინ როდესაც ახალი Urus-ის ყიდვა 200,000 დოლარად არის შესაძლებელი. დიახ, ეს ორჯერ ნაკლებია.

მესმის უკეთესი ინტერიერი (ერთი შეხედვით), უფრო მძლავრი ძრავა (ესაც კარგად ჟღერს), მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ ქაღალდზე Purosangue და Urus-ი თითქმის ერთი სისწრაფის არიან?

კი, Ferrari-ს ოდნავ მაღალი მაქსიმალური სიჩქარე აქვს (ვის აინტერესებს?), მაგრამ 0-100 კმ/სთ აჩქარება ორივე შემთხვევაში იდენტურია.

დიდი ალბათობით, ვინც უკვე ფლობს Urus-ს, Purosangue-საც იყიდის და ორივეს დაიტოვებს. ეს დაახლოებით იგივეა, როგორც სახლში Xbox და PlayStation გქონდეს.

Lamborghini Ferrari

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაDacia Manifesto- უგზოობის ელექტრო მანქანა პლასტიკური კორპუსით და “რეცხვადი” ინტერიერით
შემდეგი სტატიაLand Rover-მა 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად ახალი Defender-ი წარადგინა
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში