მთავარი სიახლეები FERRARI Ferrari Purosangue SUV- პირველი თიზერი

Ferrari Purosangue SUV- პირველი თიზერი

67

Ferrari-ის პირველი ქროსოვერის Purosangue-ის დებიუტი, დიდი ალბათობით, ამ წლის ბოლოს შედგება

წლების შემდეგ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Ferrari-ს პირველი ქროსოვერის, Purosangue-ს „გაელვება“ ვიხილეთ.

სოციალური მედიის არხებზე Purosangue-ს ბუნდოვანი, პირდაპირი  გამოსახულება ჩანს.

მისი ორსახოვანი ბუნება- ღიმილიანი და მკაცრი გამომეტყველება, ქროსოვერის უნიკალურობას უსვამს ხაზს- სანდო და ამავე დროს გაბედული, შეუპოვარი…

ამ თიზერულ ფოტოზე სინათლეზე მეტი ჩრდილია, ეს ბუნებრივია, რადგან ავტომწარმოებელი ჩვენს დაინტერესებას და მოლოდინების გაღვივებას ცდილობს.

პირველი “გამოცხადება”

საზოგადოებამ Purosangue-ის შესახებ პირველად 2018 წელს შეიტყო. Ferrari-მ ქროსოვერი მომავლის პროდუქტების განხილვისას ახსენა.

ქროსოვერის შექმნა/განვითარების ეტაპი გლობალურ პანდემიას და კრიზის დაემთხვა, თუმცა ამ დიდი და მასობრივი დაბრკოლებების მიუხედავად ქროსოვერმა ყველანაირ გამოცდას გაუძლო.

სურათთან ერთდ ავტომწარმოებელი თავის ვებგვერდზე აანონსებს, რომ ყველაფერი, ამ წლის ბოლოს გამოვლინდება…

მძიმედ კომუფლირებული პროტოტიპი

ფერარი ქროსოვერს საკმაოდ ეფექტურად მალავდა/ნიღბავდა. ტესტირებების დროს, კარგად შენიღბულ პროტოტიპს Maserati Levante-ს „შესამოსელით“ ფუთავდნენ. ამ ფაქტმა ის აზრიც კი გააჩინა, რომ Purosangue შესაძლოა განახლებული Maserati ყოფილიყო.

მაგრამ არა, ბატონებო! ის არის ფერარი და ქროსოვერი წინა-ძრავიან არქიტექტურაზე იმუშავებს.

პროტოტიპები, საზოგადოებრივ გზებზე, სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდნენ, თანაც, როგორც აღვნიშნე, საგულდაგულოდ შენიღბულ-ჩაფუთნილები.

თიზერული ფოტოს გამომჟღავნებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ავტომწარმოებელი გზაზე გამოსულ პროტოტიპებს მძიმე საფარველს ნელ-ნელა შეუმსუბუქებს.

ყოველ შემთხვევაში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Ferrari-ს პირველ ქროსოვერს წელს ვიხილავთ…

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Purosangue

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]