Maranello-ს პირველი ჯიპი  Purosangue ე.წ naturally aspirated V12 ძრავს გამოიყენებს

Ferrari-ს პირველი ჯიპის Purosangue-ს გაცნობამდე 1 კვირა გვაშორებს.

ავტომწარმოებელმა თავის Twitter-ზე თიზერ-ფოტო გაავრცელა. ფოტოზე დებიუტის თარიღია “დამალული”.

“მოჭუტეთ” თვალები, ან გაანათეთ დაჩრდილული ფოტო და თქვენს წინაშეა მისი უდიდებულესობა 13 სექტემბერი, ფერარის პირველი ჯიპის სადებიუტო თარიღი.

Purosangue თავდაპირველად 4 წლის წინ გამოჩნდა, ეს ის პერიოდია, როდესაც ავტომწარმოებელმა 2018-2022 წლების საგზაო რუკა გამოავლინა. ახლა კი ჯიპი დიდი დებიუტისთვის უკვე მზადაა.

Sant’Agata Bolognese-ს და Gaydon-ის მოდელებისგან განსხვავებით Maranello’s სუპერ ჯიპი შეზღუდული წარმოებით გამოვა.

ცნობილია, რომ ავტომწარმოებელი ჯიპს(შედარებით) ექსკლუზიურად გაყიდის, ანუ 2023 წლიდან ყოველი 5 გაყიდული ფერარიდან მხოლოდ 1იქნება Purosangue-ს ჯიპი.

ამ სტრატეგიით, ავტომწარმოებელს, დიდი ალბათობით, სურს, რომ თავისი ჯიპი ისეთივე ექსკლუზიური იყოს, როგორც ბრენდის რიგებში არსებული სპორტული სუპერმანქანებია.

სუპერმანქანების მწარმოებელი თავისი ახალი მოდელისთვის “ჯიპის” დაძახებას ერიდება.

ფერარი მას მოიხსენიებს, როგორც-FUV (Ferrari Utility Vehicle).

ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ჯაშუშურ კადრებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის უფრო ჰეჩბექის კლასში გადის. სადღაც მის პირდაპირ კონკურენტებს-Urus-ს, DBX-სა და GTC4lusso-ს შორის იქნება.

ფერარის პრიორიტეტი, როგორც ყოველთვის შესრულება იქნება. აღსანინვია, რომ Purosangue ბრენდის პირველი, სერიული წარმოების ხუთკარიანი მანქანაა.

Bentley Bentayga-ს მსგავსად, Purosangue თორმეტცილინდრიანი ძრავით იკვებება, მაგრამ მსგავსება აქ მთავრდება.

დადასტურდა, რომ Ferrari V12 ძრავს მიიღებს, ხოლო ბრიტანულ მდიდრულ ჯიპს ორმაგი ტურბო W12 აქვს.

ფერარის არ დაუკონკრეტებია თუ რა ძალას მისცემს V12 ახალ ჯიპს. თუმცა, ანალოგიური ძრავი 812 Competizione-ში 830 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ფერარი პირველი მყიდველებისთვის ჯიპის მიწოდებას 2023 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყებს.

Purosangue

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაMazda-ს ბოლიდი როტორული ძრავით, აუქციონზე გაიყიდება
შემდეგი სტატიაჩინური კომპანია Hongqi მეტავერსში სამ ელექტრო კონცეპტს გაუშვებს