Ferrari-მ სამუხრუჭეების პოტენციური პრობლემის გამო 23000-ზე მეტი მანქანა გაიწვია, პრობლემა ეხება 2005 წლიდან 2022 წლამდე შექმნილ მანქანებს

CNET Roadshow-ს თანახმად Ferrari 23,555 მანქანას სამუხრუჭეების შესაძლო სერიოზული პრობლემის გამო უკან იწვევს.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციაში წარდგენილ ოფიციალურ ანგარიშში 2005 წლიდან დღემდე არსებული დაზიანებული მოდელებია აღნიშნული.

მოხსენების თანახმად ბოლო 17 წლის განმავლობაში შექმნილ ფერარის ზოგიერთ მოდელს, შესაძლოა, სამუხრუჭე სითხის რეზერვუარის ხუფთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდეს.

არასწორმა ვენტილაციამ, შესაძლოა, რეზერვუარში ვაკუუმი წარმოქმნას, რაც შემდგომში სითხის გაჟონვას და მუხრუჭების მოშლას ან საერთოდ უფუნქციობას გამოიწვებს.

პირებს, რომლებსაც მუხრუჭებთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნათ შეუძლიათ ფერარის უფლებამოსილ დილერს დაუკავშირდნენ, მათ ავტომწარმოებელი სრულიად უსასყიდლოდ შეუცვლის რეზერვუარის დეფექტურ თავსახურს და განუახლებს მანქანის პროგრამულ უზრუნველყოფას.

Ferrari LaFerrari

Ferrari-მ სამუხრუჭეების პოტენციური პრობლემის გამო 23000-ზე მეტი მანქანა გაიწვია
მსგავსი პრობლემის წამოჭრა ფერარისთვის პირველი შემთხვევა არ არის გასული წლის ბოლოს კომპანიამ იგივე პრობლემის გამო თითქმის 10000 მანქანა გაიწვია.

ზემოაღნიშნულ განცხადებაში 2005-დან 2022 წლამდე წარმოებული 13 განსხვავებული მოდელია ჩამოთვლილი:

  • 2005-2009 Ferrari 430
  • 2005-2011 Ferrari 612 Scaglietti
  • 2009-2017 Ferrari California
  • 2010-2011 Ferrari 612
  • 2012-2016 Ferrari FF
  • 2013-2017 Ferrari F12 Berlinetta
  • 2013-2015 Ferrari LaFerrari
  • 2015-2017 Ferrari California T
  • 2016 Ferrari F60 America
  • 2017 Ferrari F12 TDF
  • 2017 Ferrari LaFerrari Aperta
  • 2017-2020 Ferrari GTC4 Lusso
  • 2018-2020 Ferrari GTC4 T
  • 2018-2022 Ferrari Portofino
  • 2018-2022 Ferrari 812
  • 2019-2020 Ferrari 488 Pista
  • 2020-2022 Ferrari F8 Spider
  • 2020-2022 Ferrari F8 Tributo
  • 2021-2022 Ferrari Roma

აღსანიშნავია, რომ დასახელებული მოდელების მხოლოდ 1%-ს აქვს დეფექტი.

მსგავსი პრობლემის წამოჭრა ფერარისთვის პირველი შემთხვევა არ არის. გასული წლის ბოლოს კომპანიამ იგივე პრობლემის გამო თითქმის 10000 მანქანა გაიწვია.

Ferraris-ის დაზარალებული მფლობელები გაწვევის შესახებ შეტყობინებას სექტემბრის ბოლოს ფოსტით მიიღებენ.

თუ თქვენ ფერარის მომხმარებელი ხართ და თვლით, რომ შესაძლოა თქვენს სპორტულ  მანქანასაც ზემოაღნიშნული პრობლემა ჰქონდეს შედით ავტომწარმოებლის საიტზე, გადადით შესაბამის გვერდზე, შეიყვანეთ თქვენი ავტომობილის VIN კოდი და გაიგეთ, გაიწვიეს თუ არა თქვენი მანქანა უკან.

Ferrari 2022

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიასაქართველოს დრიფტის ჩემპიონატი 2022
შემდეგი სტატიაTesla Model Y, სავარაუდოდ, მსოფლიოს ყველაზე „გაყიდვადი“ მანქანა გახდება