Ferrari-ის ჯიპის Purosangue-ს დებიუტი სექტემბრისთვისაა დაგეგმილი, ავტომობილს V12 ძრავი ექნება და ის ბრენდის პირველი ჯიპის სტატუსს მიიღებს
Ferrari-მ 2018 წლის სექტემბერში საზოგადოებას Purosangue-ს შესახებ აცნობა. მას შემდეგ თითქმის 4 წელი გავიდა და როგორც ცნობილია, ლოდინი, ფაქტობრივად, დასასრულს მიუახლოვდა.
სექტემბერში Maranello-ს სახლი თავის პირველ, ძლიერი V12 ძრავის მქონე ჯიპს წარადგენს. ამ და სხვა წვრილმან საკითხებზე ინფორმაცია ცნობილი Capital Markets Day-ის ფარგლებში გახდა.
ცნობილია, რომ ავტომწარმოებელი Purosangue-ს (შედარებით) ექსკლუზიურად გაყიდის, 2023 წლიდან ყოველ 5 გაყიდულ ფერარიში მხოლოდ 1 Purosangue იქნება.
იტალიური ბრენდი თავისი ახალი ავტომობილისთვის „ჯიპის“ დაძახებას კვლავ ერიდება, ის ამბობს, რომ მოდელი “არავის მსგავსი” არ იქნება.
შენიღბული პროტოტიპი


შენიღბულ პროტოტიპზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ Purosangue-ს ჯიპისთვის დამახასიათებელი ტიპიური ფორმა არ ექნება,
როგორიც, მაგალითად მის პირდაპირ კონკურენტებს, Urus-სა და DBX-ს აქვს, ის სადღაც მათსა და GTC4lusso-ს შორის იქნება…
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ავტომობილს ე.წ „naturally aspirated“ V12 ექნება.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლისთვის შემოთავაზებული მანქანების 60%-ს ჰიბრიდული ან/და წმინდა ელექტროძრავები ექნებათ.
ხოლო დანარჩენი 40% შიდა წვის ძრავზე მომუშავე ავტომობილებით იქნება წარმოდგენილი.
ფერარის არ დაუკონკრეტებია თუ რა ძალას მისცემს V12 ახალ ჯიპს. თუმცა, ანალოგიური ძრავი 812 Competizione-ში 830 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
Ferrari თავისი ახალი ქმნილებით ისეთ ბრენდებს შეუერთდება, როგორებიცაა- Bentley, Rolls-Royce, Aston Martin და Lamborghini. გასაგებად რომ ვთქვათ ისეთი მაღალი კლასის ბრენდების სიაში აღმოჩნდება, რომელთაც თავიანთ რიგებში ჯიპებიც ჰყავთ.
აქვე- ფერარის გზას მაკლარენი, სავარაუდოდ, ათწლეულის ბოლომდე დაადგება.