Daytona SP3-ფერარის ყველაზე ეფექტური აეროდინამიკის მქონე მოდელის დებიუტი

ფერარიმ თავისი „Icona“ ხაზი გააფართოვა, ავტომწარმოებლის რიგებს Daytona SP3 შეემატა. სერიის ეს უახლესი მოდელი ფერარის თანამედროვე ეპოქის დიზაინს კლასიკური ელფერით გადაახალისებს.

Daytona SP3-თანამედროვეობა კლასიკური ელფერით

Daytona-ს დებიუტი Mugello Circuit-ზე 2021 წლის Ferrari Finali Mondiali-ს ფარგლებში შედგა. ბრენდი წარსულის ფესვებთან ბრუნდება და ინსპირაციას 330 P3/4, 350 Can-Am, 512 S და ფერარის სხვა სარბოლო ავტომობილებიდან იღებს. ის Icona-ს ხაზის 2 ლეგენდას- Monza SP1-ს და SP2-ს უერთდება.

ეფექტური აეროდინამიკა

Daytona SP3
ის აეროდინამიკის თვალსაზრისით ფერარის ყველაზე ეფექტური მოდელია

Daytona თავისი უნიკალური დიზაინით და აეროდინამიკის თვალსაზრისით ფერარის ყველაზე ეფექტური მოდელია.

აეროდინამიკა და გაგრილება მანქანის დიზაინის სასიცოცხლო მნიშვნელობის კომპონენტებია. პეპლისებრი კარიც კი დიდი ზომის საჰაერო ყუთითაა აღჭურვილი, მისი მეშვეობით ჰაერი გვერდითა რადიატორებს გადაეცემათ.

უნიკალური დეტალები

Daytona SP3
დიზაინის ყველაზე თვალსაჩინო და ეფექტური ასპექტი უკანა მხარეა

დიზაინის ყველაზე თვალსაჩინო და ეფექტური ასპექტი უკანა მხარეა, ვერტიკალური ზოლები მთლიანად ეკვრის უკანა ნაწილს და საკმაოდ საინტერესო კომპოზიციას ქმნის.

სპოილერის ქვემოთ დამონტაჟებული უკანა ვერტიკალური სამუხრუჭეები ეფექტურად ერწყმის საერთო სურათას. ორმაგი გამონაბოლქვი მილი დიფუზორის ზემოთ, უკანა ნაწილის  ცენტრშია დამონტაჟებული.

ექსტერიერის და ინტერიერის “თანაკვეთაზე”

Daytona SP3
ექსტერიერის დიზაინმა დიდი გავლენა მოახდინა ინტერიერის განლაგებაზე

ექსტერიერის დიზაინმა ინტერიერის განლაგებაზე დიდი გავლენა მოახდინა , საქარე მინდა სალონშია „შეზრდილი“. სავარძლები პირდაპირ შასზეა დამონტაჟებული და სატერფულებთან ერთად ერთიან სივრცეს ქმნის. ფუნქციების 80% საჭეზე დამონტაჟებული ჩამრთველებიდან იმართება.

6.5-ლიტრიანი V12 ძრავი

Daytona SP3
ავტომობილი 828 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

Daytona-ს ენერგიის წყარო 812 Competizione-დან ნასესხები, განახლებული 6.5-ლიტრიანი V12 ძრავია. Ferrari-მ ძრავის წონისა და ინერციის შემცირებაზე იმუშავა. (გამოიყენა ტიტანი და ნაქშირბადი).

ძრავი F140HC ახლა 828 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 697 ნიუტონ/მეტრია, ის 7-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფთან წყვილდება. ავტომობილი 0-დან 100-კმ/სთ-მდე აჩქარებას 2,86 წამში ახერხებს. 200 კმ/სთ სიჩქარის მისაღწევად კი მხოლოდ 7,4 წამი სჭირდება.

აღანიშნავია, რომ ძრავი 30%-ით ნაკლებ დამაბინძურებელ გამონაბოლქვს და ნაწილაკებს წარმოქმნის, ვიდრე 812 Competizione-ს შემთხვევაში.

დეტალები “სიმსუბუქისთვის”

Daytona SP3
Pirelli, ფერარის დავალებით, სპეციალურად SP3-ისთვის ოპტიმალურ საბურავებს შექმნის

ფერარიმ შასის და კორპუსის შემთხვევაშიც ნახშირბადის ბოჭკოები და კევლარი გამოიყენა. Pirelli, ფერარის დავალებით, სპეციალურად SP3-ისთვის ოპტიმალურ საბურავებს შექმნის. ის პირველი V12 Ferrari-ა, რომელმაც კომპანიის Dynamic Enhancer-ი მიიღო.

ფერარი ფასს არ აკონკრეტებს, არც ის ვიცით თუ რამდენ ეგზემპლარს ვიხილავთ, დიდი ალბათობით ყველა მათგანს მყიდველი უკვე ეყოლება. ავტომწარმოებელი არც წარმოების თარიღს აკონკრეტებს.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Daytona SP3

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]