Ferrari 500 TRC Spider-ის 19 ეგზემპლარიდან ერთ-ერთი აგვისტოში აუქციონზე 8-დან 10 მილიონ დოლარამდე გაიყიდება
Ferrari ზღაპრული სარბოლო მანქანების თავბრუდამხვევ ასორტიმენტს ათწლეულების განმავლობაში აწარმოებდა. ბრენდის ერთ-ერთი და შეიძლება ითქვას ყველაზე მნიშვნელოვანი ქმნილება 500 TRC Spider-ია.
ავტომობილი ყველა პრესტიჟული ღონისძიების გამარჯვებული გახდა, საუბარია- Le Mans-ზე, Mille Miglia-ზე, ნიურბურგრინგზე და სხვ. აღსანიშნავია, რომ ის ასევე ბრენდის ბოლო ოთხცილინდრიანი მანქანაა.
აუქციონი RM Sotheby’s-ი ამ კონკრეტულ მაგალითს ყიდის აღნიშნავს, რომ ის 19 უნიკალური ეგზემპლარიდან ბოლოს შექმნილი, ანუ მე-19 ნიმუშია.
შექმნიდან მალევე ავტომობილი ქარხანამ სესხით ფრანგ მბრბოლელს, ფრანსუა პიკარს გადასცა.
პიკარმა 500 TRC Spider-ი ლურჯად გადაღება და პორტუგალიის გრან პრიზე იასპარეზა, მან შეჯიბრზე მე-5 ადგილი დაიკავა.
მანქანა 1957 წლის მიწურულს გაიყიდა და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებში უამრავ ღონისძიებაზე გამოვიდა, მათ შორის 1958 წლის 12 Hours of Sebring-ზე.
ბოლოს ავტომობილი წითელ ტონალობაში შეღებეს და მას თეთრი დეტალები დაუმატეს.
თავდაპირველი 2.0-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ძრავი Ford V8-თი ჩაანაცვლეს, მოგვიანებით კი Ford-ის ძრავი ახლად შექმნილი 2.0-ლიტრიანი Ferrari-ით შეცვალეს.
მიუხედავად იმისა, რომ მანქანამ კონკურენტუნარიანი რბოლა მრავალი ათწლეულის წინ შეწყვიტა ის მაინც სარბოლო ხატად ითვლება და როგორც აღვნიშნე ზაფხულის ბოლოს, დიდი ალბათობით, აუქციონზე 10 მილიონ დოლარად გაიყიდება.
PHOTO GALLERY: 500 TRC Spider









