Ferrari დიდი ხნის ნანატრი ჯიპის, Purosangue-ს, წარმოებას ამ წლის ბოლოს იწყებს

თითქმის სამწელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც Ferrari-მ დაადასტურა, რომ ის ჯიპების ბაზარზე შესვლას აპირებს და ისეთ ავტომობილებს გაუწევს კონკურენციას, როგორებიცაა- Lamborghini Urus და Aston Martin DBX.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომწარმოებელი ჯიპის შესახებ მნიშვნელოვან დეტალებს არ ამხელს, ის ადასტურებს, რომ მისი წარმოება 2022 წელს, 2021 წლის ფინანსური შედეგების შეჯამების შემდეგ მოკლე პერიოდშივე დაიწყება.

Purosangue-ს პროტოტიპის ტესტირება

Ferrari Purosangue-ის პროტოტიპებმა, ბოლო თვეებში, სხვადასხვა პირობებში, უამრავი ტესტირება გაიარეს.

შენიღბულ პროტოტიპზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ Purosangue-ს ჯიპისთვის დამახასიათებელი ტიპიური ფორმა არ ექნება, როგორიც, მაგალითად მის პირდაპირ კონკურენტებს, Urus-სა და DBX-ს აქვს, ის სადღაც მათსა და GTC4lusso-ს შორის იქნება…

მისი დიზაინის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით, პროტოტიპების უმეტესობა Ferrari-სა და Maserati-ს სხვადასხვა ნაწილების ნაზავია.

Purosangue-ს „მამოძრავებელი ძალის“ რამდენიმე შესაძლო ვარიანტი არსებობს- ერთი ელექტროგადამცემი, რომელიც 2.9-ლიტრიანი ტყუპიტურბო V6 ჰიბრიდულ სისტემასთან მუშაობს.  

ეს ელექტროგადამცემი ჯამურად 819 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მოემნტი კი 740 ნიუტონ მეტრს უტოლდება.

თუ 2.9-ლიტრიანი V6 ელექტრო ძრავის გარეშე დამონტაჟდება ის 654 ცხენის ძალის გამომუშავებას შეძლებს.

კიდევ ერთ ვარიანტად SF90 Stradale-ის 4.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V8 ძრავი განიხილება. (ელექტრო ძრავის გარეშე). არსებობს იმის შანსიც, რომ ე.წ „naturally aspirated“ V12 შემოგვთავაზონ, თუმცა, ეს ნაკლებ სავარაუდოა…

იმის გათვალისწინებით, რომ ავტომწარმოებელი ახალი ჯიპის მიწოდებას უკვე 2023 წლისთვის გეგმავს, წარმოება, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში დაიწყება.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Ferrari Purosangue

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]