ეს განსაცვიფრებელი McLaren Speedtail-ი ბრიტანული ბრენდის მიერ წარმოებული 106 ერთეულიდან 87-ეა.

მანქანების კოლექციონერებისთვის აუქციონის ერთ-ერთი საუკეთესო ასპექტი ის არის, რომ მათ კიდევ ერთხელ ეძლევათ შანსი თავიანთ მრავალფეროვან ავტოფარეხს ახალი, საინტერესო და უნიკალური ავტომობილები შემატონ.

მაგალითისთვის ულტრა იშვიათი 2020 წლის McLaren Speedtail-ი ავიღოთ. ჰიბრიდული ჰიპერქარის შეძენა მისი გამოჩენისთანავე უკვე შეუძლებელი იყო, ახლა კი Mecum-ის აუქციონის წყალობით ნებისმიერ მსურველს ეძლევა შანსი შეიძინოს და დატკბეს ამ შთამბეჭდავი ჰიპერქარის უპირატესობებით.

2018 წლის შემოდგომაზე წარმოდგენილი Speedtail-ი მაკლარენის Ultimate Series-ის მეოთხე წევრია. ის ლეგენდარული F1-ის, P1-ის და Senna-ს ნაკვალევს მიჰყვება.

მეცნიერების და ხელოვნების კომპოზიციური შერწყმა

ბრენდის პირველი „ჰიპერ-GT“  მეცნიერების და ხელოვნების კომპოზიციური შერწყმის სადემონსტრაციოდ შეიქმნა. ეს „ჰიპოთეზა“ მის ნატიფ, წაგრძელებულ, ნახშირბადბოჭკოვან სხეულზე ერთი თვალის შევლებითაც დასტურდება.

მანქანის ფუტურისტული იერსახე მხოლოდ მოკვდავების მოხიბვლას და „თვალისგაყოლებას“ არ ემსახურება (თუმცა, ის ამას ნამდვილად ახერხებს) ეს უნიკალური დიზაინი უზრუნველყოფს რომ ჰაერის დაბრკოლების კუთხით, ავტომობილს, ნაკლები წინაღობა შეხვდეს.

მისი ექსკლუზიურობის და უნკალურობის კიდევ ერთ-ერთი ასპექტი რაოდენობრივი შეზღუდვაა, ის ინგლისში, ავტომწარმოებლის ვოკინგის ქარხანაში, მხოლოდ 106 ეგზემპლარად შექმნეს.

ეს კონკრეტული მაგალითი რიგით 87-ე იყო, ჰიპერქარმა ქარხანა 2020 წელს დატოვა. გასაოცარი მანქანა შთამბეჭდავი კარების ნაკრებითაა აღჭურვილი, კორპუსი Heritage Gloss Steel Blue-ის ულამაზესი საღებავითაა შესრულებული.

ჰიპერქარი ვერცხლისფერ დისკებზე გადაკრული Michelin P-Zero საბურავებზე დგას.

McLaren Speedtail-ის დახვეწილი ინტერიერი

სალონი და სავარძლები მეტალისებრი ცისფერი ტყავითაა მოპირკეთებული, მასზე მაკლარენის საფირმო დეტალები ნარინჯისფერი დახვეწილი აქცენტებითაა გაფორმებული.

წინა მხარეს ხუთი დისპლეისგან შემდგარი კომპლექტია განთავსებული, მძღოლი თავს, ფაქტობრივად, მოიერიშე თვითმფრინავის კაბინაში გრძნობს.

შესრულება და მახასიათებლები

აღსანიშნავია მანქანის ჰიბრიდული ძალა. მის გულში 7-სიჩქარიან Graziano-ს ორმაგი გადაბმულობის ტრანსმისიასთან დაკავშირებული 4.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V-8 ძრავია.

ძრავი 746 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ბრუნვის მომენტი კი 800 ნიუტონ მეტრია.

ჰიბრიდული სისტემის დახმარებით მთლიანი სიმძლავრე გასაოცარ 1055 ცხენის ძალამდე იზრდება, ხოლო მისი ბრუნვის მომენტი, ამ შემთხვევაში, 1150 ნიუტონ მეტრს უტოლდება.

ავტომობილს 0-დან 100-კმ/სთ-მდე აჩქარება 2,9 წამში შეუძლია. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 402 კმ/სთ-ია.

ჰიპერქარის გარბენი 442 კმ-ით შემოიფარგლება

ის ამ მაჩვენებლებით მაკლარენის ყველაზე სწრაფი წარმოების მანქანაა. საინტერესო ფაქტია ის, რომ ამ კონკრეტულმა მოდელმა მხოლოდ 442 კმ გაიარა, ასე რომ ის, ფაქტობრივად, ახალია.

Speedtail-ი 17 მაისს Mecum-ის 2022 წლის აუქციონზე წარდგება. აუქციონის სახლი იმედოვნებს, რომ ჰიპერქარი, დაახლოებით, 2,8-3 მილიონ დოლარად გაიყიდება.

აღსანიშნავია, რომ ეს ციფრები მის თავდაპირველ ღირებულებაზე, 2,6 მილიონ დოლარზე მეტია.

McLaren Speedtail

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატია1971 წლის Corvette ZR2-ის ორი კაბრიოლეტიდან ერთი 1 მილიონ დოლარად იყიდება
შემდეგი სტატიაყველაზე შთამბეჭდავი ავტომობილები მომავლიდან