300 SL Roadster-ი 2017 წელს სრულად აღადგინეს, კონსერვაცია-რესტავრაციის შემდეგ ძველი დიდება „ხელუხლებელი“ დარჩა

ვერცხლისფერი, 1957 წლის  300 SL Roadster-ი სულ ახლახანს მონაკოში, კერძო აუქციონზე, RM Sotheby’s-ზე გამოჩნდა. მართალია, მას მისი წინამორბედის მსგავსი, „თოლიისებრი“ კარები არ აქვს, მაგრამ სრულად აღდგენილ ავტომობილს 50-იანი წლების შთამბეჭდავი დიზაინი შენარჩუნებული აქვს.

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მანქანა

ეს იშვიათი, 1957 წლის Mercedes-Benz 300 SL Roadster-ი 1,1 მილიონ დოლარად იყიდება
RM Sotheby’s აუქციონი

ავტომობილი პირველად, 1954 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ 300 SL კუპე განიხილება, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სპორტული მანქანა.

თუმცა, ამის მიუხედავად, W194-ის, სარბოლო მანქანის ქუჩის ლეგალური ვერსიისადმი მომხმარებელთა ინტერესი მისი გამოშვებიდან რამდენიმე წელიწადში შემცირდა. ძველი დიდების დასაბრუნებლად, ავტომწარმოებელმა ელეგანტურ ორკარიან მანქანას „სახურავი ახადა“.

რა თქმა უნდა, მხოლოდ სახურავი არ შეიცვალა, განახლდა მანქანის კორპუსი, შეიცვალა და დაიხვეწა კარების ჩარჩო და ზღურბლი, ამ დეტალმა ავტომობილში ჩაჯდომა-გადმოსვლის გაადვილებასთან ერთად სალონის სივრცეც გაზარდა. საბარგულის იატაკქვეშ დაამატეს სათადარიგო საბურავის სათავსო.

ამ კონკრეტულ 300 SL Roadster-ს თავისი სამოცწლიანი არსებობის განმავლობაში მხოლოდ ექვსი მფლობელი ჰყავდა. მას 2017 წელს საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარდა.

2017 წელს ავტომობილს რესტავრაცია ჩაუტარდა

დიდებული ემბლემა ვერცხლისაა, მას კლასიკური წითელი ტყავის ინტერიერი და შავი თავსახური აქვს. ის კვლავ აღჭურვილია ქარხნული M198 შიდა ძრავით, რომელიც ოთხ სიჩქარიან მექანიკურ მექანიზმს ერწყმის და საბოლოოდ 240 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

დაემატა თემატური სათავსო-საბარგული

ეს იშვიათი, 1957 წლის Mercedes-Benz 300 SL Roadster-ი 1,1 მილიონ დოლარად იყიდება

მანქანას დაემატა 50-იანი წლების შესაბამისი საბარგულის სათავსო, რომელიც საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი დეტალია.

თამამდ შეიძლება ითქვას, რომ 300 SL Roadster-ი 1950 -იანი წლების ერთ-ერთი შესანიშნავი და უიშვიათესი მანქანაა. 1957 წელს მერსედესმა ამ ავტომობილის მხოლოდ 618 ეგზემპლარი შექმნა, ხოლო წარმოების დასასრულამდე, ანუ 1963 წლამდე- 1,858 მაგალითი.

1957 წელს მხოლოდ 618 ეგზემპალრი შეიქმნა

როგორც ცნობილია, მისი ამჟამინდელი მფლობელი ამ უნიკალურ ავტომობილს 1,1 მილიონ დოლარად აფასებს. კლასიკური მანქანების მოყვარულებმა ამ უნიკალური და დახვეწილი ავტომობილის ფასი კარგად იციან. 50-იანი წლების ეს შთამბეჭდავი „ექსპონატი“ კი თავის რიგით მე-7 მფლობელს „არისტოკრატული“ მოთმინებით ელოდება.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

300 SL Roadster

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]