Tesla Cybertruck-ის წარმოება მომავალი წლისთვის გადაიდო, თუმცა, წარმოების მოდელი იმაზე ეფექტური იქნება, ვიდრე ვარაუდობდნენ

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ელონ მასკმა თავისი ტვიტერის გვერდზე ახალ ოთხძრავიან Cybertruck-თან დაკავშირებული გეგმები გაგვაცნო, აღნიშნა, რომ ოთხივე ბორბალი დამოუკიდებლად ბრუნავს და კონტროლდება.

სხვა მნიშვნელოვანი დეტალები ამ მოდელის შესახებ ცნობილი არ არის, თუმცა მასკმა აღნიშნა, რომ წარმოება, თავდაპირველად ამ ვარიანტით შემოიფარგლება.

Cybertruck-ის თავდაპირველი ვარიაციები

სიახლე, ცოტა უცნაურია, რადგანაც ტესლამ, თავდაპირველად განაცხადა, რომ Cybertruck-ის სამ ვერსიას ვიხილავდით:

  • საწყისი დონის მოდელის ფასი 39 000 დოლარიდან იწყებოდა და მისი ელექტრო ძრავი 402 კილომეტრიან დიაპაზონს უზრუნველყოფდა.
  • ერთძრავიან მოდელზე 1 ნაბიჯით წინ იყო ორძრავიანი სრულამძრავიანი ვარიანტი, რომლის ფასიც 49 000 დოლარიდან იწყებოდა, ეს ვარიანტი სრული დატენვით 483 კილომეტრიან მანძილს გვთავაზობდა.
  • ბოლო ვარიანტი 69,900 დოლარის ღირებულების სამძრავიანი ვარიანტი იყო, რომელიც 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 2,9 წამზე ნაკლებ დროში მოახერხებდა, მისი დიაპაზონი კი 805 კმ-ის ტოლი იქნებოდა.

ტესლამ, წლის დასაწყისში ეს ინფორმაცია თავისი ვებგვერდიდან წაშალა, ეს ფაქტი მოსალოდნელ ცვლილებებზე ჭორების “აგორების” მიზეზი გახდა.

საბოლოოდ ეს მითქმა-მოთქმა მასკის ტვიტერის პოსტით დადასტურდა. ბოლო პერიოდში მასკმა ტვიტერზე კიდევ ერთი პოსტი გამოქვეყნა, სადაც Cybertruck-ის „front and rear steering“ სისტემაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ ელექტრომობილი კრაბივით დიაგონალზე სიარულს შეძლებდა.

როგორც ჩანს, ტესლა GMC Hummer EV-ის Crabwalk რეჟიმის საკუთარ ვერსიას ქმნის.

Tesla Cybertruck

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაPininfarina-ს და New Holland-ის ერთობლივი კონცეფცია- ტრაქტორი მეღვინეებისთვის
შემდეგი სტატიაLamborghini Urus-ის 4 წლის იუბილეს კომპანია გაყიდვების რეკორდული რაოდენობის ფონზე აღნიშნავს