მთავარი ელექტრო მობილები ელექტრო Bentley 1400 ცხენის ძალით

ელექტრო Bentley 1400 ცხენის ძალით

43

1400 ცხენის ძალის მქონე ელექტრო Bentley-ს 0-დან 100-კმ/სთ-მდე ასაჩარებლად მხოლოდ 1,5 წამი დასჭირდება

Bentley-ის აღმასრულებელი დირექტორი ადრიან ჰალმარკი აღნიშნავს, რომ ბრენდის პირველ ელექტრომობილს, რომლის ჩამოსვლაც 2025 წლისთვის იგეგმება, შესაძლოა 1400 ცხენის ძალა ჰონდეს.

„თუ ჩვენ ახლა GT Speed-ით 650 ცხენის ძალას ვიღებთ BEV-ით ორჯერ მეტს გამოვიმუშავებთ“- განაცხადა ჰალმარკმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს.

ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ელექტრომობილს 0-დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად მხოლოდ 1,5 წამი დასჭირდება, მან ისიც დაამატა, რომ შესაძლოა, ზოგიერთი მძღოლისთვის ასეთი სიჩქარე არაკომფოტული იყოს.

მან სიტყვა-სიტყვით ასე განაცხადა-„ ასეთი სიჩქარე ზოგჯერ უბრალოდ გულისამრევი ხდება“

Bentley-ის უფროსი მძღოლებს ამ საკითხის გადასაჭრელად ასეთ გამოსავალს სთავაზობს- მომხმარებელს სიჩქარის დონის შეცვლა შეეძლება, მაგალითად, შემოთავაზებული ინება 0-დან 100კმ/სთ-მდე 2,7-წამიანი აჩქარება.

ელექტრო ბენტლი Audi Q6 E-Tron-ისა და Porsche Macan EV-ის მსგავსად PPE პლატფორმაზე იმუშავებს.

შეკითხვაზე თუ როგორი იქნება ახალი ელექტრომობილი სტილის თვალსაზრისით ჰალმარკმა საკმაოდ ბუნდოვანი პასუხი გასცა- „ ჩვენ ვეცდებით, რომ ის ელექტრომობილს არ დავამსგავსოთ“.

თუ ჰალმარკის 2021 წლის ერთ-ერთ ინტერვიუს გავიხენებთ მან აღნიშნა, რომ „თუ არ ხარ ჯიპში, ესე იგი არსად არ ხარ“. ამ ინტერვიუმდელი ჭორები მაღალი დონის სედანზე მიანიშნებდნენ.

2030 წლისთვის Bentley ხოლოდ ელექტრომობილების დამზადებას აპირებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრენდისგან შემოთავაზებულ კიდევ უამრავ მოდელს ვიხილავთ.

Gallery: EXP 100 GT Concept

2020 წელს, Bentley-მ თავისი ელეტრული მომავლის კონცეპტუალური მოდელი შემოგვთავაზა, სახელწოდებით EXP 100 GT Concept. დახვეწილი ვიზუალის და ორიგინალური კარების მქონე კონცეფცია არ არის ის, რის შექმნასაც ბრენდი ახლო მომავალში გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ Bentley მომდევნო 10 წლის განმავლობაში საკმაოდ სოლიდურ ინვესტიციას ახორციელებს. ბრენდის მიზანი გაერთიანებულ სამეფოში Crewe-ს ქარხანაში ელექტრომობილების წარმოებაა.

ავტომწარმოებელს ათწლეულის ბოლომდე ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევა სურს. მაგრამ, სანამ ელეტრო Bentley ჩამოვა ბრენდი თავისი ყველა მოდელის ჰიბრიდული ვერსიების შეთავაზებას გეგმავს.

რამდენიმე უკვე ხელმისაწვდომია და ბოლო ჯაშუშური კადრები Continental GT-ის PHEV-ის სამუშაო ვერსიას ასახავენ.

Continental GT

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Bentley

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]