კომპანია Volkswagen – მა თავისი ტვიტერის ექაუნთზე ახალი ვიდეო-რგოლი გამოაქვეყნა

აღნიშნულ ვიდეოში ელექტროქროსოვერი ID.4 შეფუთვის გარეშე პირველად გამოჩნდა.

ვიდეოში კომპანიამ თავისი ახალი სლოგანიც გააჟღერა: „ელექტროენერგია მილიონისთვის (იგულისხმება ადამიანები), და არა მილიონერებისთვის“.

ქროსოვერი მინიმალისტური დიზაინით და ელექტრო ფოლკსვაგენების ფამილიარული ხასიათის LED ზოლებით გამოირჩევა, რომელიც ლოგოს გავლით წინა ფარებს აკავშირებს ერთმანეთთან. პოსტში ასევე დაანონსებულია ავტომობილის პრემიერა – 23 სექტემბერი.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ID.4 ზოგიერთი მოდიფიკაციის გარბენი ერთი დატენვით WLTP ციკლში 500 კილომეტრს გადააჭარბებს. ქროსოვერი წარსდგება როგორც ერთი, ასევე ორი ძრავით, ეს უკანასკნელი 4×4 გაწევას უზრუნველყოფს. გამოცემა Car and Driver –აზრით ID.4-ის საბაზო ვერსიის ფასი დაახლოებით 35 ათასი დოლარი იქნება. მოდელის წარმოება დაიწყო აგვისტოში ცვიკაუს ქარხანაში.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Volkswagen ID.4

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]