„აბსოლუტურის“ ფალავანის, ელექტრო GMC Hummer-ის დამარცხება ძალიან რთულია, დიდი ზომის მხეცი რაკეტასავით გადაადგილდება
უცნაურ დროში ვცხოვრობთ… ავტომწარმოებელი, მაგალითად, როგორიცაა Cadillac-ი აწარმოებს მაღალი სიმძლავრის SUV-ს, Escalade V-ს, რომელიც დრაგ-რბოლაში ელექტრო ფურგონებს ეჯიბრება.
მოდი, ვნახოთ ახალი ვიდეო, რომელშიც GMC Hummer EV-ის, Ford F-150 Lightning-ისა და Cadillac Escalade V-ის “დაპირისპირებაა” აღბეჭდილი.
გავიაროთ თითოეული მათგანი- GMC Hummer EV-ის შთამბეჭდავი ძრავი 1000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ავტომობილი, ამავდროულად, ყველაზე მძიმეა, აბსოლუტურის ფალავნის „სპორტული“ წონა 4082 კილოგრამს უტოლდება.
F-150 Lightning-ი, დანარჩენ ორ კონკურენტთან შედარებით, სუსტი სიმძლავრისაა. მისი ელექტრო სისტემა 452 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ბრუნვის მომენტი კი 1050 ნიუტონ მეტრს უტოლდება.
Cadillac-ის 6.2-ლიტრიანი ძრავი 10-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისიის მეშვეობით ავტომობილის all-wheel-drive (სრულამძრავ) სისტემას უზრუნველყოფს.
ძრავი 682 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ბრუნვის მომენტი კი 885 ნიუტონ მეტრს უტოლდება.
ახლა რაც შეეხება უშუალოდ დრაგს- პირველ რბოლაში Ford-ს GMC დაუპირისპირდა, გამარჯვებული კი Cadillac-ს შეხვდა.
ფორდი, GMC-ისთან უშანსოდ იყო, (ამავდროულად ჰამერის წონა არ დაგავიწყდეთ.) ფორდმა 1/4 მილი შთამბეჭდავ 13,58 წამში დაასრულა. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე ჰამერი უფრო სწრფი გამოდგა და მან მეოთხედი 12.31 წამში გაიარა.
წესისამებრ გამარჯვებული ჰამერი კადილაკს დაუპირისპირდა. მაგრამ SUV-ის V8 GMC-ის “Watts-to-Freedom” რეჟიმს არ შეესაბამებოდა.
სატვირთო მანქანამ რბოლა 12,38 წამში დაასრულა, კადილაკს კი შედეგის დასადებად 13,8 წამი დასჭირდა.
ეჭვგარეშეა, რომ Cadillac Escalade V-ი ფენომენალურად მძლავრი მანქანაა, თუმცა მისი მცდელობა ელექტრო ფურგონებთან უშედეგო აღმოჩნდა.
Hummer





