2022 წლის დრიფტის მასტერსის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით პროფესიონალი დრიფტერი ნოდო კოდუა ასპარეზობს
კოვიდ პანდემიით გამოწვეული 2-წლიანი პაუზის შემდეგ დრიფტ მასტერსის ევროპის ჩემპიონატი (DMEC) ძველი დიდებით დაბრუნა.
Drift Masters GP აცხადებს, რომ ეს სეზონი ყველაზე გიჟური და ყველაზე საინტერესო იქნება. იქნება ისეთი, როგორიც აქამდე ევროპას არ უნახავს.
ჩემპიონატი სრულ 6 რაუნდად ჩატარდება. 2-წლიანი წყვეტის შემდეგ ორგანიზატორების სურვილი იყო, რომ ახალი სეზონი ადრენალინით, ემოციებით და შთამბეჭდავი სანახაობით სავსე ყოფილიყო.
ნოდო კოდუას საკვალიფიკაციო გარბენი
კონკურენტუნარიანი სეზონის ბადე საუკეთესო დრიფტერებით დაკომპლექტდა, მათ შორის ქართველი დრიფტერი ნოდარ კოდუაა. Top 16-ის დაძაბული გარბენი Nodo kodua-სა დაეროპის ექს- ჩემპიონ Adam “Rubik” Zalewski -ის შორის შედგა.
2022 წლის დრიფტ მასტერსის ევროპის ჩემპიონატზე 25-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო დრიფტერები მონაწილეობენ.
როგორც უკვე აღვნიშნე ჩემპიონატი 6 რაუნდად გაიმართება:
I ტური ირლანდიაში 7-8 მაისს Mondello Park-ში გაიმართა.

ჩემპიონატმა სტარტი ირლანდიის მონდელოს პარკში აიღო. ევროპული დრიფტის ყველაზე შთამბეჭდავი მოგონებების თავშესაფარი, Mondello Park-ის ორიგინალური “Japfest” მბრბოლელებს ყველა იმ დაბრკოლებას სთავაზობს, რომლებიც საუკეთესოს გამოვლენისთვისაა საჭირო.
II ტური ავსტრიაში 18-19 ივნისს PS Racing Center-ში ჩატარდა

მონდელოს სიგიჟის შემდეგ DMEC-ის მძღოლები სწრაფ, ტექნიკურ და რთულ PS Racing ცენტრში გრეინბახში გაემგზავრნენ.
ტრასაზე ცვლილებები 2021 წელს განხორციელდა, წრე უფრო რთული და კონკურენტუნარიანი გახდა.
III რაუნდი შვედეთში, 1-2 ივლისს Drivecenter Arena AB -ზე გაიმართება

პირველად DMEC-ის ისტორიაში დრიფტერები გეზს სკანდინავიისკენ აიღებენ. რბოლა შვედეთში Drivecenter Arena AB-ზე გაიმართება.
IV ტური – ლატვია 29-30 ივლისი Bikernieku Trase

რიგა ივლისის ბოლოს ყველაზე ექსტრემალურ ღონისძიებას უმასპინძლებს, როგორც ორგანიზატორები ვარაუდობენ ღონისძიება მონაწილეების და მაყურებლების ძალისხმევით შთამბეჭდავი და გიჟური იქნება.
V რაუნდი – გერმანია Iron Drift King – 19-20 აგვისტო

“რკინის ქალაქი” ! DMEC 2022-ს ჩვეული დიდებით უმასპინძლებს. მეხუთე ტური მძღოლებს გამარჯვებასთან კიდევ ერთი ნაბიჯით დააახლოვებს.
VI ტური- პოლონეთი Moto Arena Łódź 30 სექტემბერი– 1 ოქტომბერი

მოტო არენაზე დრიფტისთვის მორგებული წრე აშენდა. თავბრუდამხვევი გზა დრიფტერებს ფინიშთან მიიყვანს. საბოლოო ტური დაამტკიცებს, რომ ჩემპიონობისთვის მძღოლმა იმაზე მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე შეუძლია.
რაუნდების ნახვა მაყურებელს Red Bull TV-ზე შეეძლება. ორგანიზატორები ყველაზე მაღალი ხარისხის სამაუწყებლო დრიფტს გვპირდებიან.