ძვირადღირებული ავტომწარმოებლების უმეტესობის მსგავსად, Maserati თავის მომხმარებლებს მაღალი დონის ინდივიდუალური შეკვეთების პროგრამას სთავაზობს

Maserati თავის მომხმარებლებს მაღალი დონის ინდივიდუალური შეკვეთების პროგრამას სახელად Maserati Fuoriserie-სს სთავაზობს.

ავტომწარმოებლის უახლესი მომხმარებელი, ლეგენდარული ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი საზოგადოებას თავის შემოქმედებას აცნობს.

საფეხბურთო კლუბით ინსპირირებული

დევიდ ბექჰემი პერსონალიზებულ, Miami United FC-ით შთაგონებულ Maserati MC20-ს ქმნის
Maserati MC20 Fuoriseie Edition დევიდ ბექჰემის შემთხვევაში მისი საფეხბურთო კლუბის, Miami United FC-ით იყო შთაგონებული.

”მე ყოველთვის ვიყავი მანქანის ენთუზიასტი, ამიტომ ჩემი MC20-ის დიზაინისა და შექმნის ნაწილი Fuoriserie-ის პერსონალიზაციის პროგრამის საშუალებით საოცარი გამოცდილება იყო”-თქვა მან.

Maserati MC20 Fuoriseie Edition დევიდ ბექჰემის შემთხვევაში მისი საფეხბურთო კლუბის, Miami United FC-ით იყო შთაგონებული.

”მანქანები სრულად ინდივიდუალურ გემოვნებაზეა დამოკიდებული , იქნება ეს მოდელი, ფერი თუ მცირე პერსონალური დეტალები ინტერიერში”

ავტომწარმოებელთან ერთად ბექჰემმა კლუბის ფერების კომპოზიცია გამოიყენა და შავ-ვარდისფერი კომპლექტი შექმნა.

შავისა და ვარდისფერის კომპოზიციური შერწყმა

პრიალა და მქრქალი ზედაპირების ურთიერთდამოკიდებულება კომპლექტს დამატებით მიმზიდველობას სძენს.

კორპუსი შავი პრიალა ტონალობით სრულდება, კონტრასტს ცხაურზე და C-ს სვეტებზე განთავსებული შავად შეფერილი სამკაპის ლოგოები ქმნის.

უკანა მხარეს განთავსებული წარწერა Maserati-ც სამკაპის მსგავსად შავადაა შეფერილი. კარებზე დატანილი MC20 ბეჯი პასტელური ვარდისფერითაა შესრულებული. ვარდისფერია Brembo-ს სამუხრუჭე ხუნდებიც.

იგივე თემატიკა გრძელდება ავტომობილის სალონში სადაც ტყავი და ალკანტარა შავ და ვარდისფერ ტონალობებს იმეორებს.

სავარძლების საზურგეები შავი ალკანტარათია მოპირკეთებული, ხოლო სავარძლის ზემოთ განთავსებული თავის „მისაყრდნობები“ პასტელური ვარდისფერითაა მოქარგული.

„წარმოუდგენელი იყო Maserati-ს გუნდთან და დიზაინერებთან თანამშრომლობა ამ  მანქანის შექმნის პროცესში, მანქანის რომელიც თაგონებულია ჩემი მეორე სახლით, მაიამით და ჩემი იქაური საფეხბურთო კლუბით“- თქვა ბექჰემმა.                                                                     

                                                                            

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Maserati

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]