Italdesign-თან და Williams Advanced Engineering-თან პარტნიორობით Deus-ის 2 200 ცხენის ძალის ჰიპერქარის Vayanne-ს დებიუტი ნიუ-იორკში შედგა

სტარტაპების კონცეპტუალური, ექსტრემალური ჰიპერქარები ხომ გინახავთ? წარმოუდგენელი ცხენის ძალით და გასაოცარი შესრულების თავისებურებებით.

უმეტესობა მათგანი მხოლოდ თეორიის დონეზე, რენდერში შემოთავაზებული კონცეფციებია, მაგრამ Deus Vayanne რეალურად არსებობს.

უფრო მეტიც, ამ ახალბედა ჰიპერქარს რამდენიმე ცნობილი ბრენდის სერიოზული მხარდაჭერაც აქვს, ასე რომ მისი შანსები, გასცდეს კონცეფციის ჩართოებს, საკმაოდ რეალურია.

ავსტრიული ბრენდი

Vayanne ახალი, სრულად ელექტრო, ავსტრიაში დაფუძნებული ახალბედა ბრენდის Deus Automobiles-ის ჰიპერქარია.

კომპანია 2020 წელს დაარსდა. მათი ნიშა ელექტრო ჰიპერქარების წარმოებას ეფუძნება. ავტომწარმოებლის თქმით მათი მიზანი 99 ერთეული ჰიპერმანქანის წარმოებაა.

Vayanne 2200 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ის ამ მაჩვენებლით, რა თქმა უნდა, ჰიპერმანქანების „ტერიტორიაზე“ კლასიფიცირდება.

Gallery: Deus Vayanne Electric Supercar

ჰიპერქარს საფარველი 2022 წლის ნიუ-იორკის ავტო შოუზე ჩამოხსნეს, ეს კი რენდერიდან რეალურ სამყარომდე უზარმაზარი ნაბიჯია.

მანქანა საკმაოდ მიმზიდველია, ჰიპერქარისთვის დამახასიათებელი ვიზუალით და დეტალებით.

უსასრულობა კონცეფციის დიზაინში

Vayanne-ს დიზაინის კონცეფცია უსასრულობას ეფუძნება, ეს ეფექტი ყველაზე უკეთ წინა საჰაეროებით და უკანა მაშუქების ვიზუალში გამოიხატება.

ორადგილიან მანქანას ციფრული ინსტრუმენტების კლასტერი, მოკრძალებული ცენტრალური სენსორული ეკრანი და გადამრთველების პანელი აქვს.

ალბათ, დაგაინტერესებთ თუ საიდან მიიღწევა გასაოცარი 2200 ცხენის ძალა, მაგრამ სწორედ აქ ადგება რეალობას ჩრდილი. ავტომწარმოებელს ძრავის შესახებ რაიმე დეტალი ჯერ არ გაუმჟღავნებია.

როგორც საავტომობილო სამყაროში „წინასწარმეტყველებენ“ მისი ცხენის ძალის გათვალისწინებით, 0-დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად ჰიპერქარს 1,99 წამი დასჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 400 კმ/სთ-ს მიაღწევს.

როგორც უკვე აღვნიშნე, სტარტაპებისგან მსგავსი ტიპის, „ამბიციურციფრიანი“ განცხადებები ბევრი გვინახავს, თუმცა, Deus-ი ამ გამოწვევის წინაშე მარტო არ არის.

ახალბედა ავტომწარმოებელთან Italdesign-ი და Williams Advanced Engineering-ი თანამშრომლობენ.

იმის გათვალისწინებით, Williams Advanced Engineering-ს მოტოსპორტის სამყაროში, ელექტრო წარმოების ჩათვლით, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს იმედი და შანსი, ამ კონცეფციის რეალობად ქცევისა, დიდია.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, Deus-ი თავისი 99 ერთეული Vayannes-ის მიწოდებას 2025 წელს დაიწყებს. (99 ეგზემპლართან დაკავშირებული მცირე შენიშვნა- ჰიპერქარის „უსასრულობაზე“ აწყობილი დიზაინის გათვალისწინებით 88 ერთეულის გამოშვება უფრო ორგანული იქნებოდა. ალბათ, ამ საკრალურ 99-საც აქვს თავისი ახსნა).

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Deus Vayanne

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]