80-იანი წლების ერთ-ერთი გამორჩეული „აიქონის“ DeLorean-ის დებიუტი, შესაძლოა ამ წელს ვიხილოთ

წლების განმავლობაში DeLorean-ის დაბრუნებასთან დაკავშირებული ჭორების შემდეგ, 80-იანების საკულტო მანქანა ოფიციალურად ბრუნდება….

1985 წლიდან დღემდე, ანუ მას შემდეგ რაც საზოგადოებამ Back to the Future და DeLorean-ი იხილა/შეიყვარა, დაახლოებით 40 წელი გავიდა.

და ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლეგენდარული DMC-12 ხელახლა, ავტომობილების „ელექტრულ“ სამყაროში დაიბადება.

Twitter- DeLorean Motor Company

DeLorean Motor Company-მ ლეგენდის დაბრუნება თავისი „ტვიტერის“ გვერდზე 15-წამიანი ვიდეო კლიპის გამოქვეყნებით დაადასტურა.

ჩვენდა სამწუხაროდ, ვიდეოში ელექტრომობილის გარეგნობა არ ჩანს, თუმცა სილუეტი “Marty McFly”-ის რჩეული მანქანის მსგავსია.

როგორც ჩანს, ახალი DeLorean-ი მზის სინათლეზე გამოსასვლელად მზადაა. სან ანტონიოს მერის რონ ნირენბერგის თქმით ავტომწარმოებელი ქალაქში შტაბ-ბინას გახსნის, რომელიც 450 ახალ სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ბრენდი იმედოვნებს, რომ ბატარეაზე მომუშავე DMC-12-ის დებიუტი ამ წელს შედგება.

მიუხედავად იმისა, რომ DMC-12-ის დაბრუნება მხოლოდ ახლა დადასტურდა, მითქმა-მოთქმა სრულად ელექტრო DeLorean-ის შესახებ უკვე დიდი ხანია არსებობს.

კომპანიის თიზერში ჩრდილებით დაფარულ მანქანასა და მოდერნიზებულ, Italdesign-ის DMC-12-ს შორის გასაოცარი მსგავსებაა.

ლეგენდარული დიზაინერული ფირმის რენდერში გამოსახულ ავტომობილსა და დელორენის ვიდეორგოლში წარმოდგენილ თიზერს შორის ყველაზე თვალსაჩინო განსხვავება წინა მხარეს გამოსახული DMC-ის ემბლემაა.

Italdesign არ არის ერთადერთი, რომელმაც DMC-12-ის განახლებაზე საკუთარი ვარაუდი გამოთქვა. ესპანელმა მანქანების დიზაინერმა Ángel Guerra-მ გასულ წელს, მანქანის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კონცეფციის სურათები გამოაქვეყნა.

ავტომობილის მის ვერსიას ორიგინალის მსგავსი დაბალი პროფილი და უჟანგავი ფოლადის კორპუსი აქვს. განსხვავებულია დიდი ბორბლები და გლუვი ზედაპირი.

ცვლილებებმა ის თანამედროვე ძვირადღირებული მანქანების ხაზს უფრო მიაკუთვნა, ვიდრე საკულტო ფავორიტ რელიქვიას.

ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდებიღა დაგვრჩენია, თუმცა ლეგენდარული DeLorean-ის ელექტრულ ვერსიას, დიდი ალბათობით, მალე ვიხილავთ.

DeLorean

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიასაუკეთესო დიზაინის მანქანა- სტილის ლეგენდის Fabio Filippini-ის „ნარატივი“
შემდეგი სტატიაTesla Roadster-მა კოსმოსში, თითქმის 3,2 მილიარდი კილომეტრი „გაიარა“