არ ვდაობთ, რათქმაუნდა გემოვნების საკითხია.
Mercedes-Benz აჯამებს რთულ 2020 წელს, უფრო ზუსტად პირველ ნახევარს. მისი 3 წლიანი „ფარფაში“ LUX კლასის ავტომწარმოებლებს შორის (2016 დან 2018 წლებში) გასულ წელს BMW – მ შეწყვიტა, თუმცა სამგზის ვარსკვლავი როგორც ჩანს ისევ დგება ფეხზე, 2020 წლის პირველი ნახევრის შედეგებით ბავარიულ კომპანიას დიდი უპირატესობით უსწრებს.
ჯიპებში ყველაზე გაყიდვადი რათქმაუნდა GLE-Class – ია, რომელიც 2020 წლის პრიველ ნახევარში 9500 ცალი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი მას შეერთებულ შტატებში ყველაზე გაყიდვად მოდელად აქცევს.
HGLE Coupe Hofele – Design GmbH













ეს არის კუპე, რომელსაც მერსედესის პარტნიორი კომპანია HGLE Hofele-Design GmbH აწარმოებს, Hofele გერმანიის მთავრობის მიერ აღიარებულია როგორც ავტომწარმოებელი. ის GLE Coupe – ს სთავაზობს მათ ვისაც ბრბოსგან თავის შორს დაჭერა და გამორჩეულობა სურს. ფასიც რათქმაუნდა ემოციის ადეკვატურია.
როგორც ფოტოებში ხედავთ განახლებული დიზაინით HGLE გარედან Rolls-Royce – ის მსგავსად ორი ფერის საღებავით არის შეღებილი. რათქმაუნდა დამატებულია Hofele – ის ნიშნები, რადიატორის საფირმო ცხაური და სხვა ქრომირებული ელემენტები. მომხმარებელს ასევე შეუძლია დაამატოს ჰოფელის საფირმო 24-იანი ალუმინის დისკები.