Daihatsu-ს სალაშქრო ავტომობილზე მოთავსებული კარავი არც თუ ისე დიდი ზომისაა, თუმცა უშუალოდ ავტომობილი საინტერესოდ გამოიყურება

Daihatsu ტოკიოს 2022 წლის ავტო შოუზე რამდენიმე მოდელით წარდგება, მათგან ყველაზე გამორჩეული კი პატარა ზომის სალაშქრო ავტომობილია.

თავგადასავლების მეგზური

Daihatsu ტოკიოს ავტო შოუზე პატარა ზომის სალაშქრო კონცეფციას წარადგენს
სალაშქრო ავტომობილს სახურავზე კომპაქტური ზომის კარავი აქვს მოთავსებული

Daihatsu Atrai Deck Van Camper უახლესი ვერსიითაა წარმოდგენილი, მას პიკაპის პატარა ფურგონი აქვს, სახურავზე კი კომპაქტური ზომის კარავი აქვს მოთავსებული.

ავტომწარმოებელი მას აღწერს, როგორც :

“სანდო კომპანიონს, რომელთან ერთადაც ყოველი დღე თავგადასავალია“.

ავტომობილს სახურავზე კარვის გარდა პროჟექტორები აქვს დამონტაჟებული. ეს დეტალი ამ საინტერესო კონცეფციას კიდევ უფრო განსაკუთრებულ იერს აძლევს. საწვავის და წყლის რეზერვუარი კი კორპუსის გვერდზე აქვს განთავსებული.

Atrai Deck Van Camper Version-ს ექტერიერის წინა მხარე ნარინჯისფერი აქვს, უკანა მხარე კი შავ-თეთრი ექვსკუთხა მოზაიკით აქვს მორთული. მანქანას მუქი ბორბლები აქვს.

Atrai Premium

Daihatsu ტოკიოს ავტო შოუზე პატარა ზომის სალაშქრო კონცეფციას წარადგენს
განახლებები ჰურგონის დიზაინში

რაც შეეხება სხვა მოდელებს, Daihatsu შოუზე ასევე წარადგენს Atrai Premium ვერსიას, მას სტანდარტული ფურგონის კორპუსი აქვს, დაემატა განსხვავებული ცხაური, შავი ფერის ჭერი და ბორბლების განახლებული დიზაინი.

Rocky მოდელების წყვილი

ავტომწარმოებელი ასევე წარადგენს Rocky მოდელების წყვილს. Crossfield ვერსიას სახურავის კალათა, ყველგანმავალი საბურავები და შავი მორთულობა აქვს. პრემიუმ ვერსიას ნისლსაწინააღმდეგო ფარებთან და სარკეებთზე ლურჯი აქცენტები აქვს.

2022 წლის Tokyo Auto Salon-ი 14-დან 16 იანვრამდე ჩატარდება.

Daihatsu

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაRolls-Royce Spectre-ის პირველი “თიზერი” გავრცელდა
შემდეგი სტატიაყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1960-1969)