Dacia Manifesto უგზოობის ახალი ელექტრომანქანაა, რომელსაც პლასტიკური კორპუსი და “რეცხვადი” სალონი აქვს

Dacia-მ, Renault-ის ბიუჯეტური ტრანსპორტის მიმართულებამ ახალი ელექტრო Off-Roader-ი, Manifesto წარადგინა.

ეს არატრადიციული კონცეპტუალური მანქანაა,  წარმოებაში არ ჩაეშვება, თუმცა, რუმინული ბრენდი ამბობს, რომ ღია ოფროუდერის წარდგენით ის ამ მიმართულებისადმი ინტერესს უსვამს ხაზს.

ახალ კორპორატიულ იდენტურობას ბრენდი წინა კაპოტზე გრავირებული DC-ის განახლებული ლოგოთი და უკანა მხარეს განთავსებული მასიური “DACIA” წარწერით იღებს.

მანქანის კონცეფცია ასეთია- „ნაკლები ყოველთვის მეტია“, ეს კი კორპუსის „ზედმეტი“ პანელების- კარების, ფანჯრების და საქარე მინის არქონით გამოიხატება.

ბიუჯეტურ „Ford Bronco“ -ს არც ინფო-გასართობი სისტემა აქვს. ამის ნაცვლად ავტომწარმოებელი თქვენივე სმარტფონის გამოყენებას გთავაზობთ.

Manifesto განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც თავგადასავალს, დაუვიწყარ ემოციებს და ეპინეფრინის გამოსათავისუფლებელ აქტივობებს ეძებენ.

როგორც უკვე აღვნიშნე ოფროუდერის ინტერიერი რეცხვადია და მისი სავარძლების გადასაკრავები, საჭიროების შემთხვევაში, საძილე ტომრებად ტრანსფორმირდება.

გარდა ამისა ავტომობილის მრავალფეროვნებისთვის Dacia-მ პრაქტიკული, მოსახსნელი სახურავი შექმნა. (აქვე- ავტომობილს მოსახსნელი ბატარეის ნაკრები აქვს).

კორპუსის რამდენიმე პანელი რეციკლირებული პლასტმასისგანაა დამზადებული. მანქანას საკმაოდ მაღალი კლირენსი აქვს.

კიდევ ერთი დახვეწილი მახასიათებელი ყველანაირ რელიეფზე მორგებული საბურავებია. ასე რომ ტყეში, მთაში, უდაბნოსა და მდინარეში სულ თავისუფლად იმგზავრებთ.

Dacia manifesto

Dacia Manifesto

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაAudi RS 3-ის და Lamborghini Aventador-ის რბოლის შედეგი, სასოწარკვეთილებაში ჩაგაგდებთ
შემდეგი სტატიაFerrari Purosangue vs. Lamborghini Urus: მსოფლიოში ყველაზე ეგზოტიკური “ჯიპების” შედარება