წინა საშობაო/საახალწლო პერიოდი მთელს მსოფლიოში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, საინტერესო და ამაღელვებელია.

მთელი ეს დრო სავსეა ტრადიციებით, პერსონაჟებით და რეალობაში გაცოცხლებული მითებით.

ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ნაწილია ფილმები, სიმღერები და მარკეტინგული პროდუქტები, რომლებიც დღეს ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

დამეთანხმებით, რომ რეკლამები საშობაო პერიოდის საინტერესო და ნოსტალგიური სეგმენტია.

დარწმუნებული ვარ რომ გკითხონ, რომელ საშობაო რეკლამას გაიხსენებდით/გამოარჩევდითო, პირველს Coca-Cola-ს ქარავანს დაასახელებთ.

ტრადიციად ქცეული

Coca-Cola-ს საშობაო მანქანის ისტორია: ჯადოსნური ტრადიცია ბორბლებზე

გაზიანი სასმელების, ასევე ავტომობილების მოყვარულთათვის, და არა მარტო, Coca-Cola-ს საახალწლო ქარავანი ზამთრის საყვარელ ნაწილად იქცა.

Coca-Cola-ს ქარავანის ისტორია

Coca-Cola-ს საშობაო მანქანის ისტორია: ჯადოსნური ტრადიცია ბორბლებზე

1995 წლის დეკემბერში, Coca-Cola-მ თავისი საკულტო სატელევიზიო რეკლამა წარადგინა. რეკლამაში წარმოდგენილი იყიო მბზინავი საახალწლო ილუმინაციებით მორთული წითელი სატვირთო ავტომობილების ქარავანი.

მიუხედავად იმისა, რომ რეკლამაში ისინი საკმაოდ რეალურები ჩანდნენ, სინამდვილეში ეს იყო უზარმაზარი, 30000-ზე მეტი ნათურით მორთული „ბუტაფორია“. Industrial Light & Magic-ის მიერ სექმნილი სპეცეფექტების წყალობით ქარავანი საზოგადოებამდე რეალური სახით მოვიდა.

როდესაც რეკლამის დებიუტი შედგა, კოკა-კოლამ უკვე იცოდა, რომ საფუძველი ეყრებოდა საკულტო მოვლენას, რომელიც უმეტეს ქვეყანაში, მილიონობით ადამიანისთვის საშობაო პერიოდის ჰიტად იქცეოდა.

მომდევნო წლებშიც შეიქმნა რამდენიმე რეკლამა სატვირთო ავტომობილების მონაწილეობით.

საახალწლო დღესასწაული

Coca-Cola-ს საშობაო მანქანის ისტორია: ჯადოსნური ტრადიცია ბორბლებზე

2001 წლიდან, Coca-Cola-ს საშობაო სატვირთო ავტომობილები ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ქუჩებში გამოჩნდა. ეს იმდენად პოპულარული გახდა, რომ ტრადიციად დამკვიდრდა და ღონისძიების სახე მიიღო.

Coca-Cola და საქართველო

Coca-Cola-ს საშობაო მანქანის ისტორია: ჯადოსნური ტრადიცია ბორბლებზე

ჩვენს ქვეყანაშიც უკვე დიდი ხანია კოკა-კოლას სატვირთო ავტომობილი საახალწლო პერიოდის განუყოფელ ნაწილად ითვლება. მათ გამოჩენას ქალაქის ქუჩებში ყოველთვის დადებითი ენერგია და მუხტი შემოაქვს.

რაც შეეხება წლევანდელ „ტურს“, კოკა-კოლის ჯადოსნური  ქარავანი დღეიდან ჩაერთვება საახალწლო „ფერხულში“ და საგანგებოდ მორთულ-მოკაზმული დედაქალაქის ქუჩებში მაგიურ აურას „აატარ-ჩამოატარებს“.

Coca-Cola

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაBentley Coupe By Mulliner, სავარაუდოდ, კომპანიის ყველაზე ძვირადღირებული მანქანა იქნება
შემდეგი სტატია„Club de France“-ის 126-წლიანი ტრადიცია ანუ „სექსიზმი ავტოინდუსტრიაში”