ჩინურმა კონცერნმა FAW Group -მა სუპერქარ Hongqi S9 – ის ფასი გამოაცხადა.
დღემდე ყველაზე ძვირადღირებულ ჩინურ ავტომობილად პრემიუმ კლასის სედანი Hongqi L5 ითვებოდა, რომელიც 900 ათასი დოლარი ღირს. მაგრამ სუპერქარმა Hongqi – მ მოხსნა ეს რეკორდი, მისი ფასი 1,45 მილიონი დოლარია.

„ვიყიდე ჩინური მანქანა მილიონნახევარ დოლარად“. დაახლოებით 10 წლის წინ ავტომოყვარულებში ეს ფრაზა ისტერიულ ხარხარს გამოიწვევდა, მაგრამ წავიდა ის დრო როდესაც ჩინურ ავტომობილებს დასცინოდნენ. Hongqi S9 – მძლავრი და ეფექტური სუპერქარია, რომლის ძარაც ნახშირბოჭკოვანი ქსოვილით არის შეფუთული, ხოლო ჰიბრიდული ძრავა1400 „ცხენს“ ანვითარებს.

ჩინური ავტოგიგანტის ინფორმაციით, მათი სიახლის მაჩვენებლები საშუალებას იძლევა გაუწიოს კონკურენცია ისეთ ბრენდებს როგორებიცაა: Bugatti, Pagani, Ferrari და სხვა. ჩინელები ამტკიცებენ, რომ მათ ახალ სუპერქარს 0-დან 100 კმ/სთ აჩქარებისთვის მხოლოდ და მხოლოდ 1,9 წამი სჭირდება, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 400 კმ/სთ-ია.

ყველაზე ძვირადღირებული ჩინური ავტომობილის წარმოება 2022 წლიდან არის დაგეგმილი.