საავტომობილო ინდუსტრია ელექტრულ ტალღაზე გადადის, ელექტრომობილებში თავიანთი ბედი ცნობილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმაც სცადეს

როდესაც Tesla-მ დაამტკიცა, რომ ელექტრომობილების მშენებლობა სამომხმარებლო ელექტრონიკის პროდუქტების აწყობას უფრო ჰგავს, ვიდრე შიდა წვის ძრავზე მომუშავე რთული გადაცემათა კოლოფის ავტომობილების შექმნას, ტექნიკურ კომპანიებს ავტოინდუსტრიულ ციებ-ცხელებაში ჩაერთვის ფართო კარი გაეხსნათ.

ელეტრომობილებზე გადასვლა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მყოფი კომპანიების უმეტესობისთვის საკმაოდ ორგანულია.

ისინი ისედაც ქმნიან ავტონომიურ ფუნქციებს, უსაფრთხოების სისტემებს, ბატარეებს, ინფო-გასართობ და სათამაშო სისტემებს.

ჩამოყალიბებული ავტომწარმოებლებისგან განსხვავებით მათ თავიანთი ბიზნესმოდელების და ქარხნების სრული რეკონსტრუქცია არ მოუწევთ.

ისინი სუფთა ფურცლიდან იწყებენ. Tesla-ს ასეთმა რევოლუციურმა წარმატებამ და სხვა ავტომწარმოებლების ადრეულმა იუნტერესობამ ტექნიკურ კომპანიებს ელექტრომობილების ინდუსტრიაში ჩაბმის ბიძგი მისცა.

გაგაცნობთ ტექნიკურ და სამომხმარებლო ელექტრონიკის სფეროში მოღვაწე კომპანიებს, რომლებსაც თავიანთი მომავლის დაკავშირება ელექტრომობილებთან სურთ:

Sony

ცნობილი ტექ. კომპანიები და მათი ელექტრომობილები
სონიმ სხვა ავტომწარმოებლების ჩრდილიდან გამოსვლა და საკუთარი ინდუსტრიის ელექტრომობილებით განვითარება გადაწყვიტა.

სონიმ სხვა ავტომწარმოებლების ჩრდილიდან გამოსვლა და საკუთარი ინდუსტრიის ელექტრომობილებით გამრავალფეროვნება გადაწყვიტა.

კომპანია სხვა მწარმოებლებისთვის ავტონომიური მართვის ტექნოლოგიაზე, მანქანის უსაფრთხოებაზე და საინფორმაციო გასართობ სისტემებზე მუშაობდა.

ხოდა Sony-მ საავტომობილო განყოფილების- Sony Mobility Inc.-ის შექმნით თავისი სამომავლო მიზნების სერიოზულობა დაამტკიცა. რატომაც არა…

ცნობილი ტექ. კომპანიები და მათი ელექტრომობილები
სონი ინდუსტრიაში 2 მოდელით შეაბიჯებს

სონი ინდუსტრიაში 2 მოდელით შეაბიჯებს- Vision-S 02 536 ცხენის ძალის მქონე AWD ჯიპია. მგზავრებს ავტომობილში PlayStation-ის თამაში შეუძლიათ.

მეორე მოდელი, Vision-S 01- კუპეა. ავტომობილის ტესტირება 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ Sony-მ Honda-სთან პარტნიორობაზე დაიწყო მოლაპარაკებები.

Apple

ცნობილი ტექ. კომპანიები და მათი ელექტრომობილები
Apple-ის მანქანის საწარმო, ცნობილია, როგორც Project Titan

Apple-ის მანქანის საწარმო, ცნობილი, როგორც Project Titan-ი 2014 წლიდან მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში ამერიკული კომპანია საკუთარ ავტონომიური მართვის ტექნოლოგიებს სხვადასხვა მანქანებში ამოწმებს.

გასული წლის ბოლოს, Bloomberg-მა განაცხადა, რომ Apple-ის მანქანა სრულიად ავტონომიური, თვითმართვადი მოდელი იქნება, საჭის და სატერფულების გარეშე. მას, სავარაუდოდ, 2025 წელს ვიხილავთ.

ცნობილი ტექ. კომპანიები და მათი ელექტრომობილები
Apple-ის მანქანა სრულიად ავტონომიური, თვითმართვადი მანქანა იქნება

ახლა კი უფრო მეტი დეტალი გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ iPhone-ის მწარმოებელს არასოდეს გამოუჩენია სამუშაო პროტოტიპი, მან თავისი გეგმები ელექტრომობილების ავტომობილების ბაზარზე შესვლით, EV სტარტაპ Canoo-სთან მოლაპარაკების დაწყების გზით ასევე ავტომობილების დეველოპერებისა და აღმასრულებლების დაქირავებით გააძლიერა.

Alibaba Group (IM Motors)

ცნობილი ტექ. კომპანიები და მათი ელექტრომობილები
ჩინეთი ელექტრომობილების მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელი და მომხმარებელი საკმაოდ სწრაფი ტემპით ხდება.

ჩინეთი ელექტრომობილების მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელი და მომხმარებელი საკმაოდ სწრაფი ტემპით ხდება.

TechCrunch-ის თანახმად, Alibaba-ს ჩინეთის ავტოინდუსტრიის უზარმაზარი ელექტრული სივრცის წევრობა სურს.

ჩინური ელექტრონული კომერციის გიგანტი ადგილობრივ ავტომწარმოებელ SAIC Motors-თან ითანაშმრომლებს.

მათი პრემიუმ EV ბრენდის ერთობლივი საწარმო სახელწოდება IM Motors-ია.

ცნობილი ტექ. კომპანიები და მათი ელექტრომობილები
ჩინური ელექტრონული კომერციის გიგანტი ადგილობრივ ავტომწარმოებელ SAIC Motors-თან ითანაშმრომლებს.

ამ დროისთვის 2 საწარმოო მოდელია  ცნობილი- უახლესი, 62,690 დოლარის ღირებულების 2022 წლის ელექტრო სედანი Zhiji IM L7 ორმაგი ელექტროძრავის სისტემითაა აღჭურვილი, ის 536 ცხენის ძალის გამოიმუშავებს.

0-დან 100კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 3,9 წამი დასჭირდება და მისი დიაპაზონი 611 კმ-ს გაუტოლდება.

Xiaomi

ცნობილი ტექ. კომპანიები და მათი ელექტრომობილები
Xiaomi მსოფლიოში სმარტფონების სიდიდით მესამე მწარმოებელია, ის მხოლოდ Apple-სა და Samsung-ს ჩამორჩება.

Xiaomi მსოფლიოში სმარტფონების სიდიდით მესამე მწარმოებელია, ის მხოლოდ Apple-სა და Samsung-ს ჩამორჩება.

ჩინურმა გიგანტმა ელექტრომობილების რბოლაში ჩართვა გადაწყვიტა. კომპანია 10 წლის განმავლობაში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციას გეგმავს.

Xiaomi-ს პირველი მასობრივი წარმოების ელექტრომობილები 2024 წლის პირველ ნახევარში გამოჩნდება.

ცნობილი ტექ. კომპანიები და მათი ელექტრომობილები
Xiaomi-ს პირველი მასობრივი წარმოების ელექტრომობილები 2024 წლის პირველ ნახევარში გამოჩნდება.

დასაწყისისთვის, Xiaomi-მ პეკინში შვილობილი კომპანიის (Xiaomi EV-ის) დასაარსებლად 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო.

ელექტრო ქარხანა, სავარაუდოდ, 300,000 მანქანას გამოიმუშავებს წელიწადში. საწყისი მოდელები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პირველ პროტოტიპს, სავარაუდოდ, 2022 წლის მე-3 კვარტალში ვიხილავთ.

Foxconn

ცნობილი ტექ. კომპანიები და მათი ელექტრომობილები
Foxxcon-ს ელექტრო რევოლუციასთან შეერთება სურს

Foxxcon-ს ელექტრო რევოლუციასთან შეერთება სურს. ტაივანურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, რომელიც  Apple iPhone-ის წარმოებითაა ცნობილი, ოქტომბერში ელექტრო მანქანების ბიზნესში ჩართვის ოფიციალური გეგმა წარადგინა.

ცნობილი ტექ. კომპანიები და მათი ელექტრომობილები
თავისი ელექტრული არქიტექტურის წყალობით კომპანია 643 კმ-იან დიაპაზონს და ელვისებურ აჩქარებას გვპირდება.

კომპანიამ ბატარეით მომუშავე სამი პროტოტიპი: ძვირადღირებული სედანი, ქროსოვერი და ავტობუსი წარმოადგინა.

თავისი ელექტრული არქიტექტურის წყალობით კომპანია 643 კმ-იან დიაპაზონს და ელვისებურ აჩქარებას გვპირდება.

Google (Waymo)

ცნობილი ტექ. კომპანიები და მათი ელექტრომობილები
Google-ის თვითმართვადი მანქანის პროექტს Waymo ჰქვია.

Google-ის თვითმართვადი მანქანის პროექტს Waymo ჰქვია. Waymo-ს EV ფლოტისთვის პარტნიორობას Geely გაუწევს.

მათ ახალ მობილურობაზე ორიენტირებულ სრულად ელექტრო მანქანას Zeekr ჰქვია. მანქანა საკმაოდ ფართოა, ის პრიორიტეტს კომფორტს და მოხერხებულობას ანიჭებს.

ცნობილი ტექ. კომპანიები და მათი ელექტრომობილები
Waymo-ს EV ფლოტისთვის პარტნიორობას Geely გაუწევს

მომავალში Waymo თავის ავტომობილს Apple-ის მსგავსად საჭის და სატერფულების გარეშე შემოგვთავაებს.

Oppo

ცნობილი ტექ. კომპანიები და მათი ელექტრომობილები

ელექტრომობილების სასტიკად კონკურენტულ ინდუსტრიაში Xiaomi-ისა და Huawei-ის მსგავსად სმარტფონების კიდევ ერთი მწარმოებელი Oppo შეაბიჯებს.

ცნობილი ტექ. კომპანიები და მათი ელექტრომობილები

ტექნიკური კომპანია ინდოეთის ბაზრისთვის განკუთვნილ ელექტრომობილებს ააშენებს. Oppo-ს მანქანა მსოფლიოში ყველაზე იაფი მანქანის – Tata Nano-ს მსგავსი იქნება.

Huawei

ცნობილი ტექ. კომპანიები და მათი ელექტრომობილები
Huawei-მ ელექტრომობილების მზარდ ბაზარზე თავისი პროდუქტით SF5-ით შეაბიჯ

Huawei-მ ელექტრომობილების მზარდ ბაზარზე თავისი პროდუქტით SF5-ით უკვე შეაბიჯა. Seres-ის ბრენდის ქვეშ აგებული ჯიპი Huawei-ის მაღაზიებში იყიდება.

ერთობლივად შემუშავებული SF5 პირველი მანქანაა, რომელმაც Huawei-ის მანქანის ოპერაციული სისტემა, HarmonyOS Smart Cockpit-ი მიიღო.

ცნობილი ტექ. კომპანიები და მათი ელექტრომობილები
ჰიბრიდული ქროსოვერის ფასი 39 000 დოლარი იქნება

Huawei-სთან პარტნიორობით დამზადებული კიდევ ერთი მანქანა Aito M5-ია. ჰიბრიდული ქროსოვერის ფასი 39 000 დოლარი იქნება. ავტომობილი ჩინეთში Tesla Model Y-ს კონკურენტი იქნება.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

ელექტრომობილებ

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]