ძალაუფლება და სიმდიდრე შინაგან ინტელექტს ვერ აყალიბებს- ცნობილი ადამიანების „უგემოვნობის“ დამადასტურებელი ტოპ 10 ავტომობილი

ცნობილ ადამიანებს შთამბეჭდავი მანქანების მდიდარი კოლექციები აქვთ, ისეთი კოლექციები, რომლებზეც „მოკვდავებს“ მხოლოდ ოცნება შეგვიძლია.

არიან ისეთებიც, რომლებსაც ყველანაირი ბერკეტი აქვთ იმისთვის რომ საუკეთესო კოლექციონერები იყვნენ, მაგრამ დამეთანხმებით, რომ მხოლოდ ბერკეტი და ძალაუფლება არ კმარა.

უფრო პარადოქსულად ისინი გამოიყურებიან, ვინც ეგზოტიკურ ავტომობილებს, იმისთვის, რომ მათ თავიანთი „პიროვნული“ შტრიხები შემატონ, „უგემოვნოდ“ ფუთავენ.

სილამაზის აღქმა, რა თქმა უნდა, სუბიექტურია. ყველა ადმიანს აქვს იმის უფლება, რომ საკუთარი გემოვნებით „მორთოს“, შეცვალოს ესა თუ ის დეტალი, თუმცა, ყველაფერი შედარებითია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ავტომობილების შეძენასა და მოდიფიკაციაში უამრავი თანხაა დახარჯული, მათ ნამდვილად დაიმსახურეს hotcars-ის ყველაზე „უგემოვნო“ ავტომობილების სიაში მოხვედრა:

10. Austin Mahone – BMW i8

ცნობილი ადამიანების ტოპ 10 ყველაზე „უგემოვნო“ მანქანა

ოსტინ მაჰონის BMW i8, ერთი შეხედვით ისე გამოიყურება, თითქოს ის ქვიშითაა დაფარული, ან დიდხანს იდგა წვიმაში და დაიჟანგა.

სინამდვილეში ეს „ჟანგის“ ეფექტი სრულიად „ახალ დონეზე“ აყვანილი კონცეფციაა, რომელიც „სელებრითის“ შეგნებული მოთხოვნით Metrowrapz-სმა „დაჟანგა“.

ცნობილი ადამიანების ტოპ 10 ყველაზე „უგემოვნო“ მანქანა

ფლორიდაში დაფუძნებულმა, სატრანსპორტო საშუალების „შემფუთავმა“ გიგანტმა ამ კონცეფციის შექმნაში დიდი შრომა ჩადო, ზოგს მართლა უჭირს იმის დაჯერება, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი ეფექტია.

9. Will.I.Am – Custom Delorean

ცნობილი ადამიანების ტოპ 10 ყველაზე „უგემოვნო“ მანქანა

ვინ წარმოიდგენდა, რომ ვინმე DeLorean-ს, „დროში მოგზაურ“ ავტომობილს რეალობად აქცევდა, თუმცა Will.I.Am-მა 1989 წლის კლასიკაში, „Back to the Future“-ში გამოყენებული ავტომობილი ნამდვილად გააცოცხლა.

ცნობილი ადამიანების ტოპ 10 ყველაზე „უგემოვნო“ მანქანა

ალბათ, დელორენთან ერთადერთ მსგავსებად კარები შეგვიძლია ჩავთვალოთ. მიუხედავად იმისა, რომ West Coast Customs-მა Delorean-ი „ვილაიემის“ გემოვნებით აღადგინა ალბათ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ერთ-ერთი იმათთაგანია, რომელიც არასდროს არ უნდა შექმნილიყო ;დ.

(მაგრამ Will-I-Am-ის მსგავსი მდიდარი ადამიანებისგან, სამომავლოდ, შესაძლოა, უფრო აღმაშფოთებელ კონცეფციებსაც ველოდოთ)

8. Dennis Rodman – H1 Hummer

ცნობილი ადამიანების ტოპ 10 ყველაზე „უგემოვნო“ მანქანა

სწორედ მაშინ, როდესაც გაიფიქრებთ, რომ ვერანაირი საშინელი შეფუთვა და მოხატულობა ვერ გაგაოცებთ დენის როდმანი, მსოფლიოში ცნობილი ფორვარდი „ჩიკაგო ბულზიდან“ დაგიმტკიცებთ,  რომ ჯერ არაფერი გინახავთ.

ნაკლებად ვვარაუდობ, რომ მისი ინსპირაცია სანდრო ბოტიჩელის „ვენერას დაბადება“ იყოს, თუმცა, მისი 1996 წლის Hummer H1 „შიშველი ქალების“ გამოსახულებებითაა მოპირკეთებული.

ცნობილი ადამიანების ტოპ 10 ყველაზე „უგემოვნო“ მანქანა

გარდა „უგემოვნო“ სიშიშვლისა, პოლიციის მანქანის ფარების დამატებაც „ძაბავს“ ისედაც დაძაბულ H1 Hummer-ს.

7. Will.I.Am – Tesla Model S

ცნობილი ადამიანების ტოპ 10 ყველაზე „უგემოვნო“ მანქანა

ამ არც თუ ისე საპატიო სიაში, Will.I.Am-ი უკვე მეორედ მოხვდა, ამჯერად თავისი Tesla Model S-ით.

ცნობილი ადამიანების ტოპ 10 ყველაზე „უგემოვნო“ მანქანა

მოდიფიცირებულ Tesla Model S-სს უკანა კარები და ცხაური შეუცვალეს, ეს ვითომ „განავაროტკებული“ ვერსია, hotcars-ის სიაში მე-7 ადგილს იკავებს.

6. Xzibit – Lamborghini Gallardo

ცნობილი ადამიანების ტოპ 10 ყველაზე „უგემოვნო“ მანქანა

მომღერლის სახეცვლილი და ახლებურად მორთული Lamborghini Gallardo, ვფიქრობ, ნამდვილად „ადიბასებივი“ გამოიყურება.

ცნობილი ადამიანების ტოპ 10 ყველაზე „უგემოვნო“ მანქანა

ვერცხლისფერი ლამბორგინის შავად შეღებვამ და Adidas-ის ბრენდის დიზაინით მოპირკეთებამ, ეს დიდებული ავტომობილი ჩვეულებრივ სპორტულ ფეხსაცმლად გადააკეთა.

აღსანიშნავია, რომ Xzibit-მა მანქანა გასაყიდად „გამოიტანა“ (ალბათ ცოდვების მოსანანიებლად).

5. Jake Paul – Ford Focus

ცნობილი ადამიანების ტოპ 10 ყველაზე „უგემოვნო“ მანქანა

YouTube-ის ვარსკვლავი ჯეიკ პოლი, თავისი, დაახლოებით, 19 მილიონ დოლარიანი ავტოფარეხით ამაყობს, იქ შეხვდებით Lamborghini Huracan-ს, Tesla-საც, მაგრამ როდესაც მოდიფიცირებულ  Ford Focus-სს ნახავთ, გაიფიქრებთ- ნეტავ რა ხდებოდა მის გონებაში მაშინ, როდესაც ამ „კამუფლაჟს“ ირჩევდა.

ცნობილი ადამიანების ტოპ 10 ყველაზე „უგემოვნო“ მანქანა

შენიღბვის მიზანი ხომ ის არის, რომ ფერები ერთმანეთს კომპოზიციურად ერწყმოდნენ, აქ კი განსხვავებული სურათია- ვარდისფერის, ყვითლის და ცისფრის კომბინაცია, სრულიად ქაოტურ და უგემოვნო პალიტრას ქმნის.

4. Justin Bieber – Audi R8

ცნობილი ადამიანების ტოპ 10 ყველაზე „უგემოვნო“ მანქანა

Audi R8 ბევრი ცნობილი ადამიანის საყვარელი თანამგზავრია. მისი 5.2-ლიტრიანი FSI V10 ძრავი, რომელიც ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარეს 320 კმ/სთ-ს უზრუნველყოფს, ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება. მას Bang & Olufsen ხმის სისტემა აქვს და 525 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ცნობილი ადამიანების ტოპ 10 ყველაზე „უგემოვნო“ მანქანა

მაგრამ, როგორც ჩანს, ამ პარამეტრებმა ჯასტინ ბიბერის გემოვნება/მოთხოვნები არ დააკმაყოფილა და მან თავისი აუდი ლეოპარდის პრინტით შეფუთა. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტმა, ავტომოყვარულები გააღიზიანა.

3. Deadmau5 – Nyan Cat Ferrari

ცნობილი ადამიანების ტოპ 10 ყველაზე „უგემოვნო“ მანქანა

როდესაც კლასიკურ ავტომობილს Nyan Cat-ის თემით შეფუთავთ, თქვენ Ferrari-ის ნაცვლად “Purrari”-ს მიიღებთ (სწორედ ასე ეძახდა თავის ავტომობილს Deadmau5-ი). სამწუხაროდ,  2013 წლის Ferrari 458 Spider-მა  Nyan Cat-ის „სასაცილო“ გარეგნობა მიიღო.

ცნობილი ადამიანების ტოპ 10 ყველაზე „უგემოვნო“ მანქანა

„კატისებრი“ ფერარის გამოჩენისთანავე, უამრავი მითქმა მოთქმა დაიწყო. ამ ფაქტს გამოეხმაურა იტალიელი ავტომწარმოებელიც და საკმაოდ კრიტიკული განცხადებაც გააკეთა, მან მფლობელს ავტომობილის ვიზუალის შეცვლისკენ მოუწოდა.

2. Britney Spears – Hummer H2

ცნობილი ადამიანების ტოპ 10 ყველაზე „უგემოვნო“ მანქანა

რაც არ უნდა „სექსისტურად“ ჟღერდეს, როდესაც სამხედრო ავტომობილზე ვფიქრობთ, მას ვარდისფერი ტონალობით ნამდვილად არ წარმოვიდგენთ. ბრიტნის ეს გიგანტურბორბლებიანი ჰამერი ბარბის სათამაშო მანქანას ჰგავს.

ცნობილი ადამიანების ტოპ 10 ყველაზე „უგემოვნო“ მანქანა

ბრიტნი თავისი ჰამერის ვარდისფერი ექსტერიერით არ დაკმაყოფილდა, თავისი „ვარდისფერი“ ფუნჯი ინტერიერსაც „მოუსვა“ და სავარძლები, სახურავი და კარების პანელიც კი შეღება.

1. Hulk Hogan – Dodge Viper RT/10

ცნობილი ადამიანების ტოპ 10 ყველაზე „უგემოვნო“ მანქანა

ჭიდაობის სუპერვარსკვლავს, ჰალკ ჰოგანს ავტოფარეხში არაერთი ეგზოტიკური მანქანა ჰყავს. ჩვენს ყურადღებას 1994 წლის Dodge Viper RT/10 იპყრობს. იმის გარდა, რომ ჰოგანმა ავტომობილი თავისი ბრენდის ფერებით შეღება, მან Viper-ს კაპოტზე “Hulkster”-ი დააწერა.

ცნობილი ადამიანების ტოპ 10 ყველაზე „უგემოვნო“ მანქანა

საბოლოოდ, მან ავტომობილი აუქციონზე გაიტანა და შემოსული თანხა ქვემლოქმედებაში ჩადო (სავარაუდოდ, მანაც ცოდვები მოინანია).

ტოპ 10

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატია2022 Mercedes-AMG SL-ის დებიუტი- ლეგენდის დაბრუნება
შემდეგი სტატია2022 წლის Subaru Forester Wilderness – პატარა ქროსოვერი დიდი უნარებით