კრიშტიანუ რონალდუდან დაწყებული, დევიდ ბექჰემამდე დამთავრებული- ცნობილი ადამიანები, რომლებიც განსაცვიფრებლად სწრაფი ავტომობილებისადმი სიყვარულით გამოირჩევიან

არსებობენ სწრაფი მანქანები და ყველაზე სწრაფი  მანქანები-„სუპერქარები“. ეს უკანასკნელი, მოკვდავებისთვის, ხშირ შემთხვევაში მიუწვდომლად ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ სუპერმანქანებით, ძირითადად, ცნობილი ადამიანები სარგებლობენ.

ხშირ შემთხვევაში ავტომობილი აქსესუარივითაა, ის განაპირობებს შენს იმიჯს და ხაზს უსვამს შენს ინდივიდუალიზმს ( რა თქმა უნდა, საყოფაცხოვრებო მოხმარების ავტომობილებზე არ ვსაუბრობ, ბევრი ჩვენგანი მართავს ერთ ავტომობილს და „ოცნებობს“ მეორეზე, ეს უკვე სტანდარტული, არც თუ ისე სასიამოვნო რეალობაა).

როგორც აღვნიშნე ავტომობილის ბრენდით, მოდელით, მახასიათებლებით, ვიზუალით, ცნობილი ადამიანები თავიანთ პიროვნებას, გემოვნებას და მსოფლმხედველობას გამოხატავენ. მათი უმეტესობა იმ მანქანებთან ასოცირდება, რომლებსაც მართავს.

წარმოგიდგენთ 10 ცნობილ ადამიანს, რომლებიც წარმოუდგენლად სწრაფ ავტომობილებს მართავენ:

10. Nicholas Cage (Ferrari Enzo)

ცნობილი ადამიანები
გასაოცარი Ferrari Enzo

ნიკოლას ქეიჯი სწრაფი ავტომობილების შთამბეჭდავი ასორტიმენტით გამოირჩევა. მსახიობმა ეს მდიდრული Ferrari Enzo თავისი წარმატებული როლების მეშვეობით მოიპოვა. მას ასევე Lamborghini Diablo VT ჰყავს.

ცნობილი ადამიანები
ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 320კმ/სთ-ს აღწევს

ეს პირველი წარმოების ლამბორგინია და მისი მაქსიმალური სიჩქარე 320კმ/სთ-ს აღწევს. კინოვარსკვლავს ასევე აქვს Lamborghini Miura SVJ, რომლის მაქსიმალური სიჩქარეც 275 კმ/სთ-ს უდრის.

9. Rowan Atkinson (McLaren F1)

ცნობილი ადამიანები
მისტერ ბინი McLaren F1-ს ფლობს

როუან ატკინსონი, ცნობილი, როგორც მისტერ ბინი კიდევ ერთი ცნობილი ადამიანია, რომელიც „სიჩქარის“ მხარეზე ცხოვრობს. მსახიობის სწრაფი ავტომობილების კოლექციის ერთ-ერთი წარმომადგენელია- McLaren F1.

ცნობილი ადამიანები
მისტერ ბინის კოლექციაში ასევე შეხვდებით : Aston Martin V8 Vantage Zagato, Aston Martin DB2 და ბევრ სხვა სწრაფ მანქანას.

McLaren F1 მსოფლიოს საავტომობილო ისტორიაში ერთ-ერთ უიშვიათეს და სწრაფ მანქანად ითვლება. მისტერ ბინის კოლექციაში ასევე შეხვდებით : Aston Martin V8 Vantage Zagato, Aston Martin DB2 და ბევრ სხვა სწრაფ მანქანას.

8. David Beckham (McLaren MP4-12C Spider)

ცნობილი ადამიანები
მისი მაქსიმალური სიჩქარე 333 კმ/სთ-ია

ბრიტანელ ფეხბურთელს, უფრო სწორად, ყოფილ ფეხბურთელს ავტომობილების შერჩევაში (ისევე როგორც ყველაფერში) საკმაოდ კარგი გემოვნება აქვს.

ბექჰემს McLaren MP4-12C Spider-ი , მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო წარმადობის ავტომობილი ჰყავს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 333 კმ/სთ-ია.

ცნობილი ადამიანები
მის კოლექციაში შეხვდებით- Bentley Continental GT SuperSport-ს და სხვა სწრაფი მანქანების მთელ რიგს.

ფეხბურთელი ასევე ფლობს Audi S8-ს, ეგზოტიკურ, მაღალი სიმძლავრის ავტომობილს, რომლის ძრავიც 520 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მის კოლექციაში შეხვდებით- Bentley Continental GT SuperSport-ს და სხვა სწრაფი მანქანების მთელ რიგს.

7.LeBron James (Porsche 911 Turbo S)

ცნობილი ადამიანები
თავისი მაქსიმალური სიჩქარით 313 კმ/სთ ის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო მანქანაა.

L.A. Lakers-ის ვარსკვლავს, მეფე ჯეიმსს ავტომობილების შთამბეჭდავი კოლექცია აქვს, ის ნებისმიერ ცნობილ ადამიანს გაუწევს კონკურენციას ამ მიმართულებით.

ლებრონს Porsche 911 Turbo S აქვს. გერმანული სუპერმანქანა 911 ხაზის ფლაგმანია. თავისი მაქსიმალური სიჩქარით 313 კმ/სთ ის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო მანქანაა.

ცნობილი ადამიანები
king ჯეიმსის მეფური კოლექცია

ლებრონ ჯეიმსის კოლექციაში ასევე შეხვდებით-Lamborghini Aventador Roadster-ს, რომელიც, როგორც ამბობენ, მისი მანქანების კოლექციის გვირგვინის სამკაულია. მეფეს, ასევე 3 ფერარი ჰყავს.

6. Floyd Mayweather (Koenigsegg CCXR Trevita)

ცნობილი ადამიანები
პროფესიონალი მოკრივე Koenigsegg CCXR Trevita-ს ფლობს.

ფლოიდ მეივეზერი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია. შესაბამისად, მას ყველანაირი ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ საუკეთესო კოლექციის მფლობელი იყოს. პროფესიონალი მოკრივე Koenigsegg CCXR Trevita-ს ფლობს.

ცნობილი ადამიანები
ფლოიდი ასევე ფლობს-Bugatti Veyron, Lamborghini Aventador, Ferrari Enzo და მრავალ სხვა სასწაულებრივად სწრაფ ავტომობილს

Koenigsegg-ის ავტომობილების კომპანიამ მისი მხოლოდ ორი ერთეული შექმნა, ფასის დიაპაზონიდან გამომდინარე, მისი შეძენა მხოლოდ სუპერმდიდარ ადამიანებს შეუძლიათ, სწორედ ასეთი აღმოჩნდა მეივეზერი.

ფლოიდი ასევე ფლობს-Bugatti Veyron, Lamborghini Aventador, Ferrari Enzo და მრავალ სხვა სასწაულებრივად სწრაფ ავტომობილს.

5. Cristiano Ronaldo (Bugatti Veyron)

ცნობილი ადამიანები
Bugatti Veyron, მისი მაქსიმალური სიჩქარე 407 კმ/სთ-ია

ოქროს ბურთის 5-გზის მფლობელი და ფეხბურთის სენსაცია საოცრად სწრაფი ავტომობილების კოლექციონერია. პორტუგალიელ ლეგენდას საოცრად ძვირადღირებული და სწრაფი ავტომობილების კოლექცია აქვს- მათ შორისაა Bugatti Veyron, მისი მაქსიმალური სიჩქარე 407 კმ/სთ-ია.

ცნობილი ადამიანები
ფეხბურთელი ფლობს რამდენიმე ფერარის, Lamborghini Aventador-ს, Aston Martin-ს და სხვ

რონალდუ აგრეთვე ფლობს რამდენიმე ფერარის, Lamborghini Aventador-ს, Aston Martin-ს და სხვ.

4. Simon Cowell (Bugatti Veyron)

ცნობილი ადამიანები
2007 წელს მან სუპერ სწრაფი Bugatti Veyron-ი შეიძინა

საიმონ კაუელი ინგლისელი სატელევიზიო ვარსკვლავია, ის საზოგადოებისთვის ცნობილი ბრიტანული „ნიჭიერის“ BGT-ის მეშვეობით გახდა. საიმონს ავტოფარეხში საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო მანქანების კოლექცია აქვს. 2007 წელს მან სუპერ სწრაფი Bugatti Veyron-ი შეიძინა.

ცნობილი ადამიანები
მას ასევე ჰყავს Porsche speedster და Lamborghini Gallardo Spyder-ი

მას ასევე ჰყავს Porsche speedster და Lamborghini Gallardo Spyder, კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე „გაყიდვადი“ მოდელი, რომლის სიჩქარეც 313 კმ/სთ-ია.

3. Dwayne Johnson (2017 Ford GT)

ცნობილი ადამიანები
სპორტული ავტომობილია V6 ძრავით და 647 ცხენის ძალით

კინოვარსკვლავს სწრაფი ავტომობილების საკმაოდ დიდი კოლექცია აქვს. მის ავტოფარეხში საპატიო ადგილს 2017 წლის Ford GT იკავებს. Ford GT ცრემლის ფორმის სპორტული ავტომობილია V6 ძრავით და 647 ცხენის ძალით.

ცნობილი ადამიანები
დუეინ ჯონსონს ასევე ჰყავსPagani Huayra, Ferrari Laferrari, Lamborghini Huracan და სხვ

მისი მაქსიმალური სიჩქარე 347 კმ/სთ-ია. დუეინ ჯონსონს ასევე ჰყავს Pagani Huayra, რომელიც პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური და ძვირადღირებული მანქანაა. მის ავტოფარეხში შეხვდებით- Ferrari Laferrari, Lamborghini Huracan და სხვ.

2. Kanye West (Lamborghini Aventador LP700-4)

ცნობილი ადამიანები
ის ფლობს Lamborghini Aventador LP700-4, ავტომობილს, რომელსაც 700 ცხენის ძალა აქვს.

ვესტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანია, რომელსაც სწრაფი და ძვირადღირებული ავტომობილების კოლექცია აქვს. რეპერს ნებისმიერი ღირებულების ავტომობილის შეძენა შეუძლია. ის ფლობს Lamborghini Aventador LP700-4, ავტომობილს, რომელსაც 700 ცხენის ძალა აქვს.

ცნობილი ადამიანები
მას ასევე აქვს Aston Martin DBS, Porsche Panamera ტურბო და სხვ.

რეპერს ასევე აქვს Aston Martin DBS, Porsche Panamera ტურბო და სხვა სწრაფი მანქანების ფართო არჩევანი.

1 Jay Z (Bugatti Veyron Grand Sport)

ცნობილი ადამიანები
მისი ერთ-ერთი საინტერესო „ექსპონატია“ Bugatti Veyron Grand Sport-ი

ყველაზე „მაღალანაზღაურებადი“ რეპერის ავტოფარეხი მანქანების საკმაოდ მდიდარი კოლექციით გამოირჩევა, მისი ერთ-ერთი საინტერესო „ექსპონატია“ Bugatti Veyron Grand Sport, ავტომობილი ჯეი-ზიმ 41-ე დაბადების დღეზე  ბიონსესგან მიიღო საჩუქრად.

ცნობილი ადამიანები
მას ასევე აქვს Ferrari F430 Spider, Pagani Zonda და სხვ

მას ასევე აქვს Ferrari F430 Spider, Pagani Zonda და სხვ.

ცნობილი ადამიანები

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაLamborghini Urus-ის 4 წლის იუბილეს კომპანია გაყიდვების რეკორდული რაოდენობის ფონზე აღნიშნავს
შემდეგი სტატიაToyota Prius-ი, ჰიბრიდული პიონერი 2022 წელს მეხუთე თაობაში შეაბიჯებს