ფრანგული საავტომობილო კლუბის „Club de France“-ის პრეზიდენტს 126-წლიანი ტრადიციის შეცვლა არ სურს- ამ კლუბში ქალები ვერ გაწევრიანდებიან

მოცემულობა ასეთია- დასავლეთი ევროპა, საფრანგეთი, პარიზი, 21-ე საუკუნე, მდიდარი „ბიჭები“, რომლებიც კერძო კლუბში არიან გაწევრიანებულები და მათი ასწლოვანი “წესდება”, რომლის მიხედვითაც ქალები „Club de France“-ში ვერ გაწევრიანდებიან.

როგორი არაპროგრესული დამოკიდებულებაა პროგრესულ საზოგადოებაში, არა?…

126 წლის დაწესებულება ქალებს კლუბში გაწევრიანების უფლებას ჯერ კიდევ არ აძლევს და მათი 74 წლის პრეზიდენტი ცვლილებებს კვლავ მტკიცე უარს უცხადებს!

Bloomberg-ის სიუჟეტი

Automobile Club de France-ს პარიზის ცნობილ მოედანზე დე ლა კონკორდზე უზარმაზარი შენობა აქვს დაკავებული. კლუბს აქვს ბიბლიოთეკა, სასადილო ოთახები, ბარი, ტერასა და საცურაო აუზი.

კლუბში, დაახლოებით 2000 ადამიანია გაწევრიანებული, მათი საშუალო ასაკი 55-წელზე დაბალია. Bloomberg-ის თანახმად, წევრების უმრავლესობა ავტო ინდუსტრიასთან დაკავშირებული არ არის.

თუმცა, ზოგიერთი მათგანი საავტომობილო ბიზნესთან საკმაოდაა დაახლოებული, ასეთია, მაგალითად -Renault-ის აღმასრულებელი დირექტორი ლუკა დე მეო და Stellantis-ის აღმასრულებელი დირექტორი კარლოს ტავარესი.

ტექნიკურად, არ არსებობს წესი, რომელიც ქალების კლუბში გაწევრიანებას კრძალავს, თუმცა კლუბის მინიმუმ 2-მა არსებულმა წევრმა მხარი უნდა დაუჭიროს ქალს, რომელსაც მათ საზოგადოებაში გაწევრიანება სურს.

“ვგრძნობ, რომ ჩვენი დაახლოებით 2000 წევრის სამ მეოთხედს არ სურს ამის შეცვლა, მე ძალიან დემოკრატიული ვარ და ამიტომ არ დავაწესებ იმას, რაც კლუბის წევრების უმეტესობას არ სურს. ჩვენ, პარიზში, ქალებთან შესახვედრად, სხვა უამრავი ალტერნატივა გვაქვს“. Automobile Club de France პრეზიდენტი ლუი დეზანჟესი.

წევრების ცოლებს კლუბში შეზღუდული წვდომა აქვთ , მათ ბიბლიოთეკიდან წიგნების სესხება და მეგობრებთან ერთად ლანჩზე დასწრება შეუძლიათ. თუმცა, მათ აუზზე შესვლის უფლება არ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ კლუბ დე ფრანს საფრანგეთის საავტომობილო სამყაროში ოფიციალური უფლებამოსილება არ აქვს, თუმცა, არაფორმალურად მისი მდიდარი და გავლენიანი წევრების ხარჯზე მაინც აშკარად “ლობირებს”.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Club de France

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]